1.პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების (გარდა №1.8 დანართის მე-2 პუნქტით, №1.10 და №1.16 დანართებით განსაზღვრული მომსახურებისა) მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთანავე: ა) სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის დონე, ხოლო თვითმმართველ ქალაქებში (ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი) − პერინატალური მოვლის სპეციალიზებული (II) დონე ან პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე ან ამავე ბრძანების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული II-III დონე, რომელიც აწვდის II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისებს, ეთანხმება ვაუჩერის, ხელშეკრულებისა და დადგენილების პირობებს და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ამასთან: ა.ა) ხელშეკრულება ფორმდება 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით სამეანო-ნეონატალური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებთან, მიუხედავად წინა პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადისა. ამასთანავე, დაწესებულებამ უნდა მიაწოდოს უწყვეტად მაღალი ხარისხის ანტენატალური და პერინატალური სერვისი; ა.ბ) 2027 წლის 1 თებერვლიდან მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელშიც 2026 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე: ა.ბ.ა) საკეისრო კვეთების რაოდენობა გაურთულებელ მშობიარობაში (პირველმშობიარე, არატყუპი ნაყოფი, თავით წინ მდებარეობა და ორსულობის ვადა >37კვ) ≤24% (რობსონის კლასიფიკაციის მიხედვით, პირველი ჯგუფი); ა.ბ.ბ) საკეისრო კვეთების რაოდენობა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში II, II-III დონის დაწესებულებებში არის ≤40% და III დონის დაწესებულებებში − ≤45%; ა.ბ.გ) 39 კვირამდე საკეისრო კვეთების წილი საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობაში − ≤40%; ა.ბ.დ) საკეისრო კვეთების რაოდენობაში ფიქსირდება შემცირების ტენდენცია (≥0,1%); ა.ბ.ე) თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება: ა.ბ.ე.ა) რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა.ბ.ა“ – „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რომელთანაც გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა > 750-ზე (დასაშვები ცდომილება ≤ 5%); ა.ბ.ე.ბ) რომელთანაც ჯერ არ ყოფილა გაფორმებული ხელშეკრულება და რომლის მიერ მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის მიმართვის წინა 12 თვის განმავლობაში გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა >750-ზე (დასაშვები ცდომილება − ≤5%); აღნიშნული პირობა არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირება დაიწყეს საანგარიშგებო წელს ან საანგარიშგებო წლის წინა წელს ისე, რომ ფუნქციონირების დაწყებიდან არ შესრულებულა საანგარიშგებო წლის წინა სრული კალენდარული წელი; ბ) დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელსაც, „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების შესაბამისად, მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონე და აკმაყოფილებს ამავე პუნქტის „ა.ბ.ე.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან ამავე ბრძანების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით აწვდის II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისებს; გ) 2017 წლის 1 აპრილიდან დანართი №1.2-ის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების – II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა – მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის (დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ) მე-3 მუხლის 2 1 პუნქტს (სტაციონარულ დაწესებულებაში „რეანიმაციული“ სერვისის წარმოების შემთხვევაში, რეანიმაციული საწოლების რაოდენობა არ უნდა იყოს სტაციონარული დაწესებულების საწოლების საერთო რაოდენობის 1/3-ზე მეტი). ამასთან, პროგრამის მიზნებისთვის, ამ სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციული საწოლების გარდა არსებულ საწოლფონდში ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროფილური საწოლების რაოდენობას, ხოლო ამ პროფილური საწოლების დატვირთვა უნდა იყოს არანაკლებ 30%-ისა; დ) 2018 წლის 1 იანვრიდან თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში დანართ №1.1-ის „ბ.ა“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით, ასევე დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების (გარდა სამეანო-ნეონატალური და გინეკოლოგიური სერვისისა) მიმწოდებელია პირი, რომელიც ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და სანებართვო დანართებს საქმიანობებში: „რეანიმაციული მომსახურება“ და „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (EMERGENCY); ე) სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც უზრუნველყოფს სტაციონარულ დაწესებულებასა და იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული აღნიშნული დაწესებულების ამბულატორიულ-სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული, რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ყველა სუბიექტის მიერ ფორმა №3 რეცეპტისა და პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ფორმა №2 რეცეპტის ელექტრონული რეცეპტების ერთიანი სახელმწიფო სისტემით წარმოებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ვ) 2020 წლის 1 მაისიდან თვითმმართველ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღები ამავე დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება (ასეთი მომსახურების გაწევის ფაქტობრივი მისამართის მიხედვით): ვ.ა) რომელსაც, 2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 13,000 და მეტი ბენეფიციარი (ძირითადი კონტინგენტი). გამონაკლისი დაიშვება: ვ.ა.ა) ქალაქების მუნიციპალიტეტებში არსებულ დაბებსა და სოფლებში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე; ვ.ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო ცენტრებზე; ვ.ა.გ) გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით; ვ.ა 1 ) შპს „ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი“; ვ.ბ) უზრუნველყოფს პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს ადგილზე და/ან ახორციელებს ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებას/ჩაბარებას და სხვა სათანადო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას, ასევე პასუხების უკან დაბრუნებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ზ) (ამოღებულია - 04.05.2020, №289). თ) 2024 წლის 1 მარტიდან, გარდა ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა (ქ. თბილისის, ქ. ბათუმისა და ქ. ქუთაისის თვითმმართველი ქალაქები), ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღები ამავე დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება: თ.ა) რომელსაც, 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 2,500 და მეტი ბენეფიციარი (ძირითადი კონტინგენტი). გამონაკლისი დაიშვება: თ.ა.ა) მუნიციპალიტეტში სერვისის ერთადერთ მიმწოდებელზე; თ.ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო ცენტრებზე; თ.ა.გ) სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის (მათ შორის, გეოგრაფიული) გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით; თ.ბ) რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს ადგილზე და/ან ახორციელებს ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებას/ჩაბარებას და სხვა სათანადო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას, ასევე პასუხების უკან დაბრუნებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად; ი) „სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 27 03 03 07 03) განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის (ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობა) სერვისის უწყვეტობის მიზნით ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის („სოფლის ექიმი – პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ ქვეკომპონენტის განმახორციელებელი) მართვის ქვეშ არსებული დაწესებულებები: ი.ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში – შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“; ი.ბ) ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – შპს „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო.
1¹.თუ ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეს (სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები) დანართ 1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება მიეწოდება სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელიც არ წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს, გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები პროგრამით ანაზღაურდება, თუ სამედიცინო დაწესებულება თითოეულ შემთხვევაზე, ერთჯერადად, წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
1².№1.8 დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №1.8 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
1³.№1.10 დანართით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №1.10 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
1⁴.№1.16 დანართით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №1.16 დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2.ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის დადგენილება №335 - ვებგვერდი, 11.07.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება №446 – ვებგვერდი, 06.10.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №486 - ვებგვერდი, 03.11.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 17.04.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის დადგენილება №15- ვებგვერდი, 10.01.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 მარტის დადგენილება №175 – ვებგვერდი, 18.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის დადგენილება №289 – ვებგვერდი, 05.05.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის დადგენილება №343 – ვებგვერდი, 02.06.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის დადგენილება №380 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №92 – ვებგვერდი, 01.03.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №435 – ვებგვერდი, 08.11.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №530 – ვებგვერდი, 29.12.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 01.03.2024წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 31.12.2024წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 თებერვლის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.02.2026წ.

