„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 8. მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები. მომხმარებლის მიერთება მიწოდების ხელშეკრულებასთან

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიმწოდებელი ვალდებულია, საყოფაცხოვრებო მომხმარებელსა და მცირე საწარმოსთან მიწოდების ხელშეკრულებები დადოს კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად.

2.მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები უნდა მოიცავდეს ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

3.მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებს მიმწოდებელი და კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდგომ აქვეყნებს ვებგვერდზე. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეიმუშაოს მიწოდების ხელშეკრულების განსხვავებული სტანდარტული პირობები მომხმარებელთა კატეგორიების  (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, მცირე საწარმო, მსხვილი მომხმარებელი, სხვა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, გარდა მცირე საწარმოსი და მსხვილი მომხმარებლისა) მიხედვით.

4.თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან, გარდა მცირე საწარმოსი, დადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტული პირობებისაგან განსხვავებული პირობებით.

5.მიწოდების ხელშეკრულება დადებულად ითვლება მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნისთანავე.

6.მიწოდების ხელშეკრულებასთან მიერთების მიზნით, ხელმოწერილ მიწოდების ხელშეკრულებასთან ერთად, მომხმარებელმა მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს: ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა ან, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს; ბ) ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი პირის არსებობის შემთხვევაში – მისი თანხმობა.

6¹.იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე წარედგინა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მესაკუთრის ერთზე მეტი თანხმობა, მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების ხელშეკრულება დადოს იმ მომხმარებელთან, რომელიც მას წარუდგენს უძრავი ქონების მესაკუთრის უფრო ახალ თანხმობას. ამ პუნქტის შესაბამისად მიწოდების ხელშეკრულების დადება წარმოადგენს ამავე უძრავ ქონებაზე მანამდე დადებული მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.

6².მიმწოდებელი მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობებს მიწოდების ხელშეკრულების მიღების თაობაზე და მომხმარებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უგზავნის მომხმარებლის მიერ წარდგენილი მიწოდების ხელშეკრულების რეგისტრაციის ნომერს, თარიღსა და კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების ხარისხის წესებით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომერს.

6³.იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მიერ წარდგენილი მიწოდების ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი აცნობებს მომხმარებელს აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც არ უნდა იყოს სამ დღეზე ნაკლები.

6⁴.თუ მიმწოდებელს წარედგინა მესაკუთრის ან დროებითი მფლობელის მოთხოვნა მიწოდების ხელშეკრულების დადებაზე, მაგრამ ამავე ობიექტზე დადებული იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მომხმარებლად რეგისტრირებულია მესამე პირი, მიმწოდებელმა რეგისტრირებულ მომხმარებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით უნდა აცნობოს მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და განუსაზღვროს არანაკლებ ორი სამუშაო დღის ვადა, ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარის განსაცხადებლად. თუ მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტაზე არ განაცხადებს უარს, მიმწოდებელმა უნდა შეწყვიტოს მასთან დადებული მიწოდების ხელშეკრულება და მომხმარებლად დაარეგისტრიროს პირი, რომელმაც წარადგინა მოთხოვნა. თუ მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტაზე განაცხადებს უარს, მიმწოდებელი მოთხოვნის წარმდგენ მესაკუთრეს/დროებით მფლობელს უარს ეტყვის მიწოდების ხელშეკრულების დადებაზე.

6⁵.ამ მუხლის 6 4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნა საჭირო არ არის, თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან მიმწოდებლის ხელთ არსებული სხვა ინფორმაციით (მათ შორის, თავად რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციით) უტყუარად დასტურდება უძრავი ნივთის ფლობის შეწყვეტის ფაქტი.

7.მომხმარებლის მიერ ამ მუხლის 6 3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, უარი თქვას მიწოდების ხელშეკრულების დადებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს მომხმარებელს მოკლეტექსტური შეტყობინებით.

8.მომხმარებლის მიერ მიწოდების ხელშეკრულებისა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან, ან ამ მუხლის 6 3 პუნქტის შესაბამისად, ხარვეზის აღმოფხვრიდან ორი დღის ვადაში, მიმწოდებელი მოკლეტექსტური შეტყობინებით აცნობებს მომხმარებელს მიწოდების ხელშეკრულების დადების თაობაზე.

9.იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება წარმოადგენს საერთო საკუთრებას, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ყველა თანამესაკუთრის თანხმობის წარუდგენლობა არ წარმოადგენს მომხმარებლის მიერ წარდგენილ მიწოდების ხელშეკრულებაზე ხარვეზის დადგენის საფუძველს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილება  №3 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 06.09.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №62 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3293051041031057491648
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ელექტროენერგიის საცალო…სასმელი წყლის მიწოდები…ელექტრონული კომერციის …მომხმარებლის უფლებების…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა