„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 25. მომხმარებელთა დაცვის დამატებითი მექანიზმები

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიმწოდებელი ვალდებულია, აწარმოოს მონაცემთა ბაზა იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებთანაც მას დადებული აქვს მიწოდების ხელშეკრულება და რომლებიც: ა) რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) (ამოღებულია - 25.11.20 21 №52); გ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იღებენ საარსებო შემწეობას, რეინტეგრაციის შემწეობას ან სოციალურ პაკეტს; დ) სარგებლობენ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი/ნაშვილები.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლები, აგრეთვე მომხმარებელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს პენსიონერს, პასუხისმგებელი არიან მიმწოდებლისთვის ინფორმაციის წარდგენასა და, შესაბამის შემთხვევებში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიწოდებაზე.

3.მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, მომხმარებელს ყოველწლიურად მოსთხოვოს  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა და, შესაბამის შემთხვევაში, დოკუმენტის წარდგენა.

4.მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ  ამ წესებიდან გამომდინარე უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის, მიიღოს გონივრული ზომები: ა) ამ წესების მე-13 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინებით აღჭურვის უზრუნველსაყოფად; ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებისთვის ადაპტირებული ქვითრისა და სხვა საინფორმაციო მასალების (აუდიომასალა, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინფორმაცია, სურდოთარგმანი, სუბტიტრი) მომზადების მიზნით.

5.დაუშვებელია იმ მომხმარებლისთვის, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს პენსიონერს, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლებისთვის ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით დეპოზიტის წარდგენის ვალდებულების დაკისრება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹1720¹8 (და…105111213284152325
მნიშვნელობით ახლოსელექტროენერგიის საცალო…ქვეყანაში სიღატაკის დო…ენერგეტიკისა და წყალმო…დაზღვევის შესახებელექტრონული კომერციის …სოციალური დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა