1.საქართველოს პროკურატურა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად.
2.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს პროკურატურის უფლებამონაცვლე.
3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
4.საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
6.ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს პროკურატურისათვის.
7.ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს პროკურატურისათვის.
8.საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2009 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს კანონის პროექტის მომზადება საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილის განსაზღვრის მიზნით. თავი XII. დასკვნითი დებულებანი

