Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 9²

პროკურატურის შესახებ

მუხლი 9². მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო საპროკურორო საბჭოს ერთი ან მეტი წევრის ინიციატივით განიხილავს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხს. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილოს აგრეთვე საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიმართვის საფუძველზე.

2.საგანგებო (ad hoc) პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საპროკურორო საბჭოს ნებისმიერ წევრს. საპროკურორო საბჭო პირის საგანგებო (ad hoc) პროკურორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ საპროკურორო საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, იგი უარს ამბობს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნაზე. საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნაზე საპროკურორო საბჭოს უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

3.მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ ინფორმაცია სარწმუნო და დამაჯერებელი უნდა იყოს. საპროკურორო საბჭო საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტამდე თავის სხდომაზე იწვევს და ახსნა-განმარტებას ჩამოართმევს აღნიშნული ინფორმაციის ავტორს, აგრეთვე ნებისმიერ პირს, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს სავარაუდო დანაშაულის შესახებ ცნობები. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია აღნიშნულ პირებს მოსთხოვოს, წარმოადგინონ მათი პოზიციის დამადასტურებელი ცნობები, ასეთი ცნობების არსებობის შემთხვევაში.

4.საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნამდე, აგრეთვე საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცებამდე საპროკურორო საბჭო ისმენს მთავარი პროკურორის ახსნა-განმარტებას. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს წარუდგინოს თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია, აგრეთვე ისარგებლოს დაცვისა და საკითხის განხილვაში წარმომადგენლის უფლებით.

5.საგანგებო (ad hoc) პროკურორი ამზადებს და დანიშვნიდან 2 თვის ვადაში საპროკურორო საბჭოს წარუდგენს დასკვნას იმის თაობაზე, არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა. საგანგებო (ad hoc) პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.

6.ამ მუხლის მე-7 პუნქტის დებულების გათვალისწინებით, საგანგებო (ad hoc) პროკურორი თავისი მოვალეობის შესრულებისას სარგებლობს ყველა უფლებამოსილებით და მას ეკისრება ყველა მოვალეობა, რომლებიც გამოძიების ეტაპზე აქვს და აკისრია პროკურორს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან, ამ კანონიდან და საქართველოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე.

7.მთავარი პროკურორის მიმართ შეიძლება ჩატარდეს ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს განჩინებით ტარდება. ასეთ შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს შუამდგომლობას და იღებს განჩინებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

8.საგანგებო (ad hoc) პროკურორი ვალდებულია თავისი დასკვნა და თანდართული მასალების ასლები საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 10 დღისა გადასცეს მთავარ პროკურორს. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს წარუდგინოს ახსნა-განმარტება და თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია.

9.თუ, საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის თანახმად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ამტკიცებს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნას და საქართველოს პარლამენტს მიმართავს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით. საპროკურორო საბჭოს წარდგინებას თან ერთვის საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნა და სხვა აუცილებელი მასალები. თუ საპროკურორო საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით არ დაამტკიცებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შესახებ საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნას, საკითხი საპროკურორო საბჭოს დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. თუ საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნაში დადასტურებული არ არის დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო საბჭოს მაინც შეუძლია ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით უარყოს საგანგებო (ad hoc) პროკურორის ასეთი დასკვნა. ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საპროკურორო საბჭო საქართველოს პარლამენტს მიმართავს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით.

10.საპროკურორო საბჭოს მიერ საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცებისთანავე, ან თუ საპროკურორო საბჭო მიიჩნევს, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით უარყოფს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნას, მთავარ პროკურორს უჩერდება უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის მიერ მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

11.საქართველოს პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ საპროკურორო საბჭოს წარდგინებას. შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, საკითხი პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება.

12.საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნა საჯარო დოკუმენტია და მესამე პირის პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლად ქვეყნდება საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე.

13.მთავარი პროკურორი შეიძლება თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდეს იმ შემთხვევაშიც, თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში საპროკურორო საბჭო და საქართველოს პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ ამ მუხლით დადგენილი თანამიმდევრობითა და წესით, იმ გამონაკლისით, რომ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი არ ინიშნება. დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების პროცესის მიმდინარეობისას საპროკურორო საბჭო თავისი წევრებისაგან, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს მომხსენებელს.

14.მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის ან დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში, თუ მთავარი პროკურორის მიმართ მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შემდეგ არ დაიწყო ან შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის ან ქმედების მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოების არსებობის გამო, ან თუ სასამართლომ ყოფილი მთავარი პროკურორი არ ცნო დამნაშავედ იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც იგი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდა, ან/და თუ სასამართლომ ბათილად ცნო საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურორისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ, ყოფილ მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს იმ განაცდური შრომის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელსაც იგი თავისი უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მიიღებდა. მთავარი პროკურორის მიერ საპროკურორო საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას. საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის კანონი №4300 - ვებგვერდი, 28.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

წინა მუხლი 9¹შემდეგი მუხლი 9³

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 ნოე. 2018 · №19

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 8³საგანგებო (ad hoc) პროკურორი
  • 9³მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის სხვა საფუძვლები
  • 9მთავარი პროკურატურა

პროკურატურის შესახებ

  • 17გენერალური პროკურორის ვადამდე გათავისუფლების და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
  • 34თანამდებობის დაკავების წესი და კრიტერიუმები
  • 16გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გამწესების კრიტერიუმები და წესი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 195საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესი
  • 207თანამდებობის პირების გადადგომის ან მათი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის წესი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 218ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან  სრულად გათავისუფლება და თავისუფლების აღკვეთით  მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვა
  • 210საპროცესო შეთანხმების დადება
  • 33პროკურორი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8³9³965218210331734161952079²
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებპროკურატურის შესახებსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 ნოე. 2018 · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026