1.გარდა ამ კანონის 9 2 მუხლით დადგენილი წესით მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის ან დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შემთხვევისა, მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია აგრეთვე: ა) პირადი განცხადება; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან ქრონიკული დაავადება, რომლის გამო მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება; გ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა, თანამდებობრივი შეუთავსებლობის სხვა შემთხვევა; დ) ამ კანონის 33-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების არსებობა; ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) გარდაცვალება.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავარი პროკურორის უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან. მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საპროკურორო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტს.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელსაც პარლამენტი იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის კანონი №4300 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.

