Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაოკუპირებული ტერიტორიების შესახებმუხლი 4

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

მუხლი 4. თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:სახელმწიფო და კონსტიტუციური დანაშაულებიტრანსსასაზღვრო გადასახადები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიმართულებების გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

3.განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა და შესაბამისი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება: ა) უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები, აგრეთვე პირზე, რომელმაც აღნიშნული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა; ბ) იმ პირზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფს საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით; გ) იმ პირზე, რომელზედაც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლამდე, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში – შესვლის შემდგომ გონივრულ ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და ამ ტერიტორიებიდან გასვლის დრო. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები ასევე ვალდებული არიან წარადგინონ ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ, რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას.

6.თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო ნორმების მიხედვით. საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2676-სსმI, №10, 16.03.2010წ., მუხ.39 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4994 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4061 - ვებგვერდი, 29.07.2015წ. საქართველოს 2024 წლის 18 აპრილის კანონი №4139 - ვებგვერდი, 02.05.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №870 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

    მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის 32-ე და 21-ე მუხლების მითითებები შეიცვალა 38-ე და 22-ე მუხლებით, ხოლო გამოცხადების ადრესატად „ხელისუფლების ორგანოს“ ნაცვლად დასახელდა „სახელმწიფო ორგანო“.

  2. 2 მაი. 2024

    პირველ და მე-2 პუნქტებში „უცხო ქვეყნის მოქალაქეები“ ჩანაცვლდა „უცხოელებით“, ხოლო მე-2 პუნქტი მიმართავს პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიმართულებებს. მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ახლა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონზეა მიბმული და დაემატა მე-6 პუნქტი საერთაშორისო დაცვის არმქონე პირის პასუხისმგებლობის შესახებ.

  3. 29 ივლ. 2015

    მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში თავშესაფრის მაძიებელზე გამონაკლისი ახლა დამოკიდებულია უშუალოდ საფრთხის შემცველი ტერიტორიიდან შემოსვლაზე, უნებართვო ყოფნაზე, თავშესაფრის თხოვნაზე საქართველოს ხელისუფლებისთვის, დაუყოვნებლივ გამოცხადებასა და განმარტების წარდგენაზე; ტრეფიკინგის მსხვერპლის ნაწილი სიტყვათწყობით შეიცვალა.

  4. 15 ივლ. 2011

    მე-4 პუნქტს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი ნეიტრალური პირადობის მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე. მე-5 პუნქტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა-გასვლის შეტყობინების ვალდებულება მიბმულია მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე.

  5. 16 მარ. 2010

    მე-3 პუნქტის ნებართვა მიბმულია მე-2 პუნქტის პირებსა და აკრძალულ მიმართულებებზე და მიზნებს ემატება ნდობის აღდგენა; ახალი მე-4 პუნქტი ადგენს გამონაკლისებს, ხოლო მე-5 პუნქტი — შეტყობინების ვალდებულებას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (მუხლი 344)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №11

  • 5 ცვლილება · ბოლო 7 ივლ. 2025
  • 8 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საერთაშორისო დაცვი… 15საერთაშორისო დაცვი… 19საერთაშორისო დაცვი… 38საერთაშორისო დაცვი… 15საერთაშორისო დაცვი… 19საერთაშორისო დაცვი… 38

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

  • 3ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმი
  • 2ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონები
  • 7ადამიანის უფლებათა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 322¹ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა
  • 344საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 24²სპეციალური საწარმო

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 20¹³

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 6უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მიცემა და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 59სახელმწიფოები, რომლებშიც შეიძლება უცხოელის გაძევება

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 19ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 229(ამოღებულია)
  • 229⁶საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანო/სამსახური

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
322¹32720¹³24²195915193815193864
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს მოქალაქეთა…ოკუპირებული ტერიტორიებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026