საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 19. დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დამატებითი დაცვა ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს), თუმცა არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში იგი ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის წინაშე დადგება.

2.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დამატებითი დაცვა 1 წლის ვადით ენიჭება. დამატებითი დაცვა შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №617აპ-252025-12-2646
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები

    უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე დაცვის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რადგან დასაშვებობის საფუძვლები დადგენილად არ მიიჩნია. პატიმრობისა და მისი გაგრძელებების უკანონოდ ცნობის მოთხოვნა სასამართლომ განუხილველად დატოვა, რადგან მათი გადასინჯვა საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას სცდებოდა. ძალაში დარჩა სააპელაციო განაჩენით უცვლელად დატოვებული საბოლოო სასჯელი: თორმეტი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
286²322¹3443624382022152133032376519
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სისხლის სა…ოკუპირებული ტერიტორიებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა