საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 24². სპეციალური საწარმო

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალური საწარმო არის პირი, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად სპეციალური საწარმოს სტატუსი აქვს მინიჭებული.

2.სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობასთან ერთად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური თანხმობით, განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის აღნიშნული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) კანონის შესაბამისად ექსპორტის პროცედურაში მოქცევა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აკრძალულია აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმლისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება; ბ) საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილისა ან წარმოებულისა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება; გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისთვის წარმოება.

3.პირს სპეციალური საწარმოს სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო.

4.სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე/ ტერიტორიიდან – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/მიმართულებით; ბ) ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/ მიმართულებით.

5.პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი № 2476 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სპეციალური საწარმო არის პირი, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად სპეციალური საწარმოს სტატუსი აქვს მინიჭებული. 2. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობასთან ერთად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური თანხმობით, განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის აღნიშნული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) კანონის შესაბამისად ექსპორტის პროცედურაში მოქცევა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აკრძალულია აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმლისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება; ბ) საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილისა ან წარმოებულისა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება; გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისთვის წარმოება. 3. პირს სპეციალური საწარმოს სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო. 4. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე/ ტერიტორიიდან – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/მიმართულებით; ბ) ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/ მიმართულებით. 5. პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი № 2476 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №150 · ძალაშია 1 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2010 – 1 იან. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    24² მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში ექსპორტის „სასაქონლო ოპერაცია“ შეიცვალა „პროცედურით“ და გასწორდა ტერიტორიის, რიცხვისა და სიტყვის ფორმულირებები.

  2. · გამოქვეყნდა 21 ივნ. 2018

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
64324¹190²2176 (დ…30192710918724²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…ნარკოტიკული საშუალებებ…ოკუპირებული ტერიტორიებ…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა