საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 20. მძღოლის ზოგადი მოვალეობები

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან ჰქონდეს: ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა; ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები; გ) მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განმკარგულებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მფლობელის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

2.მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლს და მგზავრს აუცილებლად უნდა ეხუროთ შეკრული მოტოჩაფხუტი.

3.საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში მონაწილე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია: ა) თან ჰქონდეს საგზაო მოძრაობის შესახებ კონვენციის შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტები და მძღოლის მოწმობა; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დაამაგროს იმ სახელმწიფოს სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები, სადაც ეს ტრანსპორტია რეგისტრირებული.

4.სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია: ა) მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა, მისი საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის შესახებ ძირითადი დებულებების შესაბამისად; ა 1 ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა ავტომაგისტრალზე, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის და ქალაქების ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზებისა; ბ) არ იმოძრაოს მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, მისაბმელი მოწყობილობის (მატარებლის შემადგენლობაში) გაუმართაობისას, დღე-ღამის ბნელ დროს მწყობრიდან გამოსული ჩამქრალი ფარებით (ან მათ გარეშე) და უკანა საგაბარიტო სინათლეებით გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება, ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აგრეთვე მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას ნისლის, წვიმის ან თოვის დროს; გ) გზაში სხვა გაუმართაობის წარმოქმნისას, რომლის დროსაც აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, აღმოფხვრას იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – წაიყვანოს ტრანსპორტი სადგომში ან სარემონტო ადგილზე სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომის გათვალისწინებით.

5.საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისას მძღოლი ვალდებულია საგზაო პოლიციელის მოთხოვნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და წარუდგინოს მას: ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა; ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები; გ) (ამოღებულია).

6.თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაშია, საგზაო პოლიციელის მოთხოვნით მან უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად.

7.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ა) დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ჩართოს საავარიო მაშუქი სიგნალიზაცია; ბ) მიიღოს საჭირო ზომები დაშავებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში გაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გამოიყენოს საკუთარი სატრანსპორტო საშუალება, აცნობოს იქ თავისი გვარი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სახელმწიფო) ნომერი (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მძღოლის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე; გ) გაათავისუფლოს სავალი ნაწილი, თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა შეუძლებელია; დ) სავალი ნაწილის გათავისუფლების, დაშავებულის საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის აუცილებლობის შემთხვევაში, მოწმეთა თანდასწრებით, წინასწარ დააფიქსიროს სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, შემთხვევასთან დაკავშირებული ნაკვალევი და საგნები, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მათი შენარჩუნებისა და შემთხვევის ადგილის შემოსაზღვრისათვის; ე) მომხდარის შესახებ აცნობოს პოლიციას, ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები და დაელოდოს პოლიციის (საგზაო პოლიციელის) მოსვლას.

8.თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საგზაო პოლიციის უახლოეს საგუშაგოზე ან პოლიციის ორგანოში ამ ფაქტის გასაფორმებლად.

9.მძღოლს ეკრძალება: ა) მართოს სატრანსპორტო საშუალება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებისას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ანდა ავადმყოფობისას, რაც ქმნის მოძრაობის უსაფრთხოების საშიშროებას; ა 1 ) სატრანსპორტო საშუალების მართვისას ისარგებლოს მობილური კომუნიკაციის საშუალებით, აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი აქვს სატრანსპორტო საშუალების საჭესა და სიჩქარეთა გადამრთველზე; ბ) გადასცეს სატრანსპორტო საშუალება სამართავად პირს, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან განიცდის იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც თან არა აქვს მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი მძღოლის მოწმობა. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №206 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.67 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1747 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.248

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 14

ყველა გადაწყვეტილება
  • №265აპ-192019-09-1221სისხლის
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    სატრანსპორტო დანაშაულის მტკიცებულებათა ერთობლიობა

    საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის სასჯელის შემცირებისა და დამატებითი შეღავათის გამოყენების საკითხი ავტოსაგზაო დანაშაულზე, რომელმაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. პალატამ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა სასჯელის ინდივიდუალიზაციის გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ძირითადი სასჯელი შეამცირა. ამნისტიის გამოყენების შემდეგ საბოლოოდ განისაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლითა და 3 თვით ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა.

  • №ას-648-609-20102010-11-3023სამოქალაქო
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რა პირობებში ამტკიცებს საკასაციო სასამართლო მხარეთა მორიგებას და წყვეტს საქმის წარმოებას?

    დავა შეეხებოდა ავტოსაგზაო შემთხვევით ავტომობილის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. საკასაციო საჩივრის არსებითად მოსმენის დაწყებამდე მხარეები მორიგდნენ. უზენაესმა სასამართლომ მორიგება დაამტკიცა, საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის წარმოება შეწყვიტა.

  • №318-აპ2005-11-108სისხლის
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    საკასაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობა

    მოწოდებულია მხოლოდ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, საიდანაც სამართლებრივი საკითხი და პალატის დასაბუთება არ ირკვევა. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო განაჩენი უცვლელად დატოვა. საბოლოო სასჯელის შინაარსი სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არ არის.

  • №35აპ-132013-02-2514სისხლის
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკასაციო ინსტანციაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცება

    საკასაციო პალატამ განიხილა ბრალსა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შუამდგომლობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის საქმეზე. პალატამ მიიჩნია, რომ ბრალი მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებული იყო, ხოლო შეთანხმება მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით და მისი შედეგების გაცნობიერებით დადო. სასამართლომ დაამტკიცა შეთანხმება და სააპელაციო განაჩენი შეცვალა: ამნისტიის შემდეგ განსაზღვრული ორი წლიდან ერთი წელი საპატიმროში მოსახდელად, ხოლო ერთი წელი პირობითად, ორი წლის გამოსაცდელი ვადით დაადგინა. მსჯავრდებულს ასევე ორი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

  • №1626აპ2008-01-049სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    მთვრალ მდგომარეობაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

    საქმე შეეხებოდა მთვრალ მდგომარეობაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობისთვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობას. საკასაციო პალატამ სასჯელი უსამართლოდ ან ზედმეტად მკაცრად არ მიიჩნია და მსჯავრდებულის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამავე დროს, ამნისტიის საფუძველზე ორივე სასჯელი გაანახევრა და საბოლოოდ განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლითა და სამი თვით და ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა ერთი წლით.

  • №1707აპ2008-01-0410სისხლის
    საკასაციო არსებითი (T2)

    საგზაო მოძრაობის წესის დარღვევით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

    საკასაციო პალატამ დამცველის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულის ბრალეულობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებაში დადასტურებულად მიიჩნია. პალატამ სასჯელთა შეკრებისას წინა განაჩენის გამოყენება უკანონოდ ჩათვალა, რადგან ორივე ქმედება ამ განაჩენის გამოტანამდე იყო ჩადენილი, და ამნისტიით საგზაო დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი გაანახევრა. საბოლოოდ მსჯავრდებულს მიესაჯა ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან ჰქონდეს: ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა; ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები; გ) მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განმკარგულებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მფლობელის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. 2. მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლს და მგზავრს აუცილებლად უნდა ეხუროთ შეკრული მოტოჩაფხუტი. 3. საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში მონაწილე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია: ა) თან ჰქონდეს საგზაო მოძრაობის შესახებ კონვენციის შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტები და მძღოლის მოწმობა; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დაამაგროს იმ სახელმწიფოს სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები, სადაც ეს ტრანსპორტია რეგისტრირებული. 4. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია: ა) მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა, მისი საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის შესახებ ძირითადი დებულებების შესაბამისად; ა 1 ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა ავტომაგისტრალზე, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის და ქალაქების ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზებისა; ბ) არ იმოძრაოს მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, მისაბმელი მოწყობილობის (მატარებლის შემადგენლობაში) გაუმართაობისას, დღე-ღამის ბნელ დროს მწყობრიდან გამოსული ჩამქრალი ფარებით (ან მათ გარეშე) და უკანა საგაბარიტო სინათლეებით გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება, ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აგრეთვე მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას ნისლის, წვიმის ან თოვის დროს; გ) გზაში სხვა გაუმართაობის წარმოქმნისას, რომლის დროსაც აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, აღმოფხვრას იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – წაიყვანოს ტრანსპორტი სადგომში ან სარემონტო ადგილზე სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომის გათვალისწინებით. 5. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისას მძღოლი ვალდებულია საგზაო პოლიციელის მოთხოვნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და წარუდგინოს მას: ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა; ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები; გ) (ამოღებულია). 6. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაშია, საგზაო პოლიციელის მოთხოვნით მან უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად. 7. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: ა) დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ჩართოს საავარიო მაშუქი სიგნალიზაცია; ბ) მიიღოს საჭირო ზომები დაშავებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში გაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გამოიყენოს საკუთარი სატრანსპორტო საშუალება, აცნობოს იქ თავისი გვარი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სახელმწიფო) ნომერი (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მძღოლის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე; გ) გაათავისუფლოს სავალი ნაწილი, თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა შეუძლებელია; დ) სავალი ნაწილის გათავისუფლების, დაშავებულის საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის აუცილებლობის შემთხვევაში, მოწმეთა თანდასწრებით, წინასწარ დააფიქსიროს სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, შემთხვევასთან დაკავშირებული ნაკვალევი და საგნები, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მათი შენარჩუნებისა და შემთხვევის ადგილის შემოსაზღვრისათვის; ე) მომხდარის შესახებ აცნობოს პოლიციას, ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები და დაელოდოს პოლიციის (საგზაო პოლიციელის) მოსვლას. 8. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საგზაო პოლიციის უახლოეს საგუშაგოზე ან პოლიციის ორგანოში ამ ფაქტის გასაფორმებლად. 9. მძღოლს ეკრძალება: ა) მართოს სატრანსპორტო საშუალება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებისას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ანდა ავადმყოფობისას, რაც ქმნის მოძრაობის უსაფრთხოების საშიშროებას; ა 1 ) სატრანსპორტო საშუალების მართვისას ისარგებლოს მობილური კომუნიკაციის საშუალებით, აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი აქვს სატრანსპორტო საშუალების საჭესა და სიჩქარეთა გადამრთველზე; ბ) გადასცეს სატრანსპორტო საშუალება სამართავად პირს, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან განიცდის იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც თან არა აქვს მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი მძღოლის მოწმობა. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №206 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.67 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1747 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.248

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 15 ოქტ. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2014
  2. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2005

    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტში დაემატა მძღოლის ვალდებულება ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მგზავრის მიერ ღვედით სარგებლობა ავტომაგისტრალზე, ხოლო მე-9 პუნქტში — მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობის აკრძალვა ყურსასმენისა და ხმამაღალი საუბრის გამონაკლისით.

  3. პირველ პუნქტში „გ“ ქვეპუნქტის დოკუმენტის თან ქონის მოთხოვნა დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან ან საქართველოს იურისდიქციის გარეშე ტერიტორიაზე გადასვლასთან; მეორე პუნქტში იგივე „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63³63²2501097521232729 (დ…312020
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სარკინიგზო…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს გარემოს და…საქართველოს ტერიტორიაზ…საქართველოს საჰაერო კო…