1.ქვეითმა უნდა იაროს ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არის – გვერდულაზე. ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი ზომის ნივთი, აგრეთვე ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით, პირს, რომელიც გადაადგილდება შეუძლიათ იარონ სავალი ნაწილის ნაპირზე, თუ ტროტუარსა და გვერდულაზე მათი მოძრაობა დაბრკოლებას უქმნის სხვა ქვეითებს. თუ არ არის ტროტუარი, გვერდულა და ქვეითთა ბილიკი, ან მათზე მოძრაობა შეუძლებელია, ქვეითმა უნდა იაროს საველოსიპედო ბილიკზე ან იმოძრაოს ერთ რიგად სავალი ნაწილის ნაპირას (გზაზე, რომელზედაც გამყოფი ზოლი სავალი ნაწილის გარეთა ნაპირზეა). დაუსახლებელ პუნქტში ქვეითმა უნდა იაროს სავალ ნაწილზე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპიროდ. პირმა, რომელიც გადაადგილდება ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით, აგრეთვე პირებმა, რომლებიც მართავენ მოტოციკლს, მოპედს, ველოსიპედს, უნდა იმოძრაონ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით.
2.სავალ ნაწილზე ქვეითთა ორგანიზებული კოლონის მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ოთხი კაცისა. ჯგუფს წინ და უკან, მარცხენა მხარეს უნდა მიჰყვებოდნენ გამცილებლები წითელი ალმებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – ჩართული ფარებით: წინ – თეთრით, უკან – წითლით. ბავშვებმა უნდა იარონ მხოლოდ ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არის – გვერდულაზე, ისიც დღისით, გამცილებლის თანხლებით.
3.ქვეითი სავალ ნაწილს გადაკვეთს ქვეითთა გადასასვლელზე, მათ შორის, მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელებით, ხოლო თუ ის არ არის – გზაჯვარედინზე, ტროტუარის ან გვერდულის ხაზზე. თუ ხილვადობის ზონაში არ არის გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია სწორი კუთხით სავალი ნაწილის ნაპირთან იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი, ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს.
4.რეგულირებად ადგილებში ქვეითი ხელმძღვანელობს მარეგულირებლის ან ქვეითთა შუქნიშნის სიგნალებით, ხოლო თუ ის არ არის – სატრანსპორტო შუქნიშნის სიგნალებით.
5.ქვეითთა გადასასვლელზე, რომელზედაც არ რეგულირდება მოძრაობა, ქვეითი სავალ ნაწილს გადაკვეთს მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ. ამასთან, სავალი ნაწილის გადაკვეთისას (სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი) ქვეითმა არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას, არ უნდა გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ან ხილვადობის შემზღუდველი სხვა წინააღმდეგობის მხრიდან.
6.ქვეითი არ უნდა შეყოვნდეს ან გაჩერდეს სავალ ნაწილზე, თუ ეს არ ქმნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშიშროებას. ქვეითი, რომელმაც ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, ჩერდება საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე და გადასვლას აგრძელებს მხოლოდ შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ, შუქნიშნის (მარეგულირებლის) სიგნალების გათვალისწინებით.
7.ქვეითი ვალდებულია თავი შეიკავოს სავალ ნაწილზე გადასვლისაგან იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და სპეციალური ხმოვანი სიგნალი, ხოლო სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას უნდა დაუთმოს გზა ან დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს იგი.
8.სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო თუ ის არ არის – ტროტუარზე ან გვერდულაზე. ამაღლებული ჩასასხდომი ბაქნის გასაჩერებელი პუნქტიდან (გაჩერებიდან) სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდომად სავალ ნაწილზე გადასვლა ნებადართულია მხოლოდ ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ, ხოლო სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლისას ქვეითმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სავალი ნაწილი.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ქვეითმა უნდა იაროს ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არის – გვერდულაზე. ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი ზომის ნივთი, აგრეთვე ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით, პირს, რომელიც გადაადგილდება შეუძლიათ იარონ სავალი ნაწილის ნაპირზე, თუ ტროტუარსა და გვერდულაზე მათი მოძრაობა დაბრკოლებას უქმნის სხვა ქვეითებს. თუ არ არის ტროტუარი, გვერდულა და ქვეითთა ბილიკი, ან მათზე მოძრაობა შეუძლებელია, ქვეითმა უნდა იაროს საველოსიპედო ბილიკზე ან იმოძრაოს ერთ რიგად სავალი ნაწილის ნაპირას (გზაზე, რომელზედაც გამყოფი ზოლი სავალი ნაწილის გარეთა ნაპირზეა). დაუსახლებელ პუნქტში ქვეითმა უნდა იაროს სავალ ნაწილზე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპიროდ. პირმა, რომელიც გადაადგილდება ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით, აგრეთვე პირებმა, რომლებიც მართავენ მოტოციკლს, მოპედს, ველოსიპედს, უნდა იმოძრაონ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით.2. სავალ ნაწილზე ქვეითთა ორგანიზებული კოლონის მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ოთხი კაცისა. ჯგუფს წინ და უკან, მარცხენა მხარეს უნდა მიჰყვებოდნენ გამცილებლები წითელი ალმებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – ჩართული ფარებით: წინ – თეთრით, უკან – წითლით. ბავშვებმა უნდა იარონ მხოლოდ ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არის – გვერდულაზე, ისიც დღისით, გამცილებლის თანხლებით.3. ქვეითი სავალ ნაწილს გადაკვეთს ქვეითთა გადასასვლელზე, მათ შორის, მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელებით, ხოლო თუ ის არ არის – გზაჯვარედინზე, ტროტუარის ან გვერდულის ხაზზე. თუ ხილვადობის ზონაში არ არის გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია სწორი კუთხით სავალი ნაწილის ნაპირთან იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი, ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს.4. რეგულირებად ადგილებში ქვეითი ხელმძღვანელობს მარეგულირებლის ან ქვეითთა შუქნიშნის სიგნალებით, ხოლო თუ ის არ არის – სატრანსპორტო შუქნიშნის სიგნალებით.5. ქვეითთა გადასასვლელზე, რომელზედაც არ რეგულირდება მოძრაობა, ქვეითი სავალ ნაწილს გადაკვეთს მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ. ამასთან, სავალი ნაწილის გადაკვეთისას (სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი) ქვეითმა არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას, არ უნდა გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ან ხილვადობის შემზღუდველი სხვა წინააღმდეგობის მხრიდან.6. ქვეითი არ უნდა შეყოვნდეს ან გაჩერდეს სავალ ნაწილზე, თუ ეს არ ქმნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშიშროებას. ქვეითი, რომელმაც ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, ჩერდება საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე და გადასვლას აგრძელებს მხოლოდ შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ, შუქნიშნის (მარეგულირებლის) სიგნალების გათვალისწინებით.7. ქვეითი ვალდებულია თავი შეიკავოს სავალ ნაწილზე გადასვლისაგან იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და სპეციალური ხმოვანი სიგნალი, ხოლო სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას უნდა დაუთმოს გზა ან დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს იგი.8. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო თუ ის არ არის – ტროტუარზე ან გვერდულაზე. ამაღლებული ჩასასხდომი ბაქნის გასაჩერებელი პუნქტიდან (გაჩერებიდან) სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდომად სავალ ნაწილზე გადასვლა ნებადართულია მხოლოდ ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ, ხოლო სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლისას ქვეითმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სავალი ნაწილი.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №24
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 იან. 2011 – 25 მაი. 2012ტექსტი უცნობია
24 დეკ. 2010 – 1 იან. 2011ტექსტი უცნობია
1 იან. 2009 – 24 დეკ. 2010ტექსტი უცნობია
10 აპრ. 2007 – 1 იან. 2009ტექსტი უცნობია
15 ოქტ. 2005 – 10 აპრ. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს ადმინისტრა…კერძო დაცვითი საქმიანო…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სარკინიგზო…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა