Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებმუხლი 22

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 22. სპეციალური სიგნალების გამოყენება

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.03.2014.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საგზაო მოძრაობის შესახებ

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე (მარეგულირებლის სიგნალების გარდა) და 27–37-ე მუხლების მოთხოვნებს. ლურჯი ფერის შუქურასთან ერთად შეიძლება ჩაირთოს წითელი ფერის შუქურაც. საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რთავს ლურჯი ფერის შუქურასა და სპეციალურ ხმოვან სიგნალს. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებენ ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებები.

2.მძღოლი გზას უთმობს ლურჯი ფერის შუქურით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, აგრეთვე გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელზედაც ჩართულია ახლო განათების ფარები მისი შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად.

3.ჩართული ლურჯი ფერის შუქურით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლი ანელებს სიჩქარეს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდეს ტრანსპორტის დაუყოვნებელი გაჩერების შესაძლებლობა.

4.იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს და ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის შუქურა, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4–8 და 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. სხვა მძღოლებმა მას არ უნდა შეუქმნან მუშაობაში დაბრკოლება. ნარინჯისფერი ან ყვითელი შუქურა არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე (მარეგულირებლის სიგნალების გარდა) და 27–37-ე მუხლების მოთხოვნებს. ლურჯი ფერის შუქურასთან ერთად შეიძლება ჩაირთოს წითელი ფერის შუქურაც. საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რთავს ლურჯი ფერის შუქურასა და სპეციალურ ხმოვან სიგნალს. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებენ ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებები. 2. მძღოლი გზას უთმობს ლურჯი ფერის შუქურით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, აგრეთვე გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელზედაც ჩართულია ახლო განათების ფარები მისი შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად. 3. ჩართული ლურჯი ფერის შუქურით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლი ანელებს სიჩქარეს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდეს ტრანსპორტის დაუყოვნებელი გაჩერების შესაძლებლობა. 4. იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს და ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის შუქურა, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4–8 და 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. სხვა მძღოლებმა მას არ უნდა შეუქმნან მუშაობაში დაბრკოლება. ნარინჯისფერი ან ყვითელი შუქურა არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 24 დეკ. 2013 · №29

  • 2 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 28მუხლი 35მუხლი 37

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 51სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის გამოყენება
  • 50ზოგიერთი საგზაო მოძრაობის მონაწილისა და სატრანსპორტო საშუალების განათების სხვა პირობები
  • 41სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 120სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება
  • 250სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 29 (დანართი 1)ზოგადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას
  • 28 (დანართი 1)პატრულირების განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები
  • 31 (დანართი 1)ღამის საათებში პატრულირების განხორციელების ზოგადი მოთხოვნები

საავტომობილო გზების შესახებ

  • 15საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

პოლიციის შესახებ

  • 24სპეციალური საპოლიციო კონტროლი
  • 34ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2835371202501510243451504129 (დ…28 (დ…31 (დ…22
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს გარემოს და…საავტომობილო გზების შე…საავტომობილო ტრანსპორტ…