Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 39

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 39. მგზავრის უფლება-მოვალეობანი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მგზავრის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საერთაშორისო და მაგისტრალური მატარებლებით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს: ა) შეიძინოს ბილეთი ნებისმიერ მატარებელსა და ვაგონში, მის მიერ დასახელებულ რკინიგზის სადგურამდე, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად; ბ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, და 5-დან 10 წლამდე ბავშვები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი საფასურის გადახდის შემდეგ; გ) წვრილმან ნივთებთან ერთად უფასოდ გადაიტანოს 36 კილოგრამამდე წონის ხელბარგი; დ) ბილეთის წარდგენისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ჩააბაროს ბარგი გადასაზიდად; ე) შეწყვიტოს მგზავრობა და მიიღოს გაუვლელ მანძილზე გადაყვანის საფასური; ვ) დროებით შეწყვიტოს მგზავრობა და გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა მგზავრობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 10 დღე-ღამისა; ზ) მგზავრობისას ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით, გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა ავადმყოფობის მთელი პერიოდისთვის ან დაიბრუნოს ბილეთის საფასური; თ) რკინიგზის სადგურის საბილეთო სალაროს მიერ ბილეთში შესაბამისი აღნიშვნის შეტანის შემდეგ გაემგზავროს ბილეთში მითითებულ ვადაზე ადრე გამსვლელი მატარებლით; ი) მატარებლის გასვლის მომენტიდან მატარებელზე არა უმეტეს 3 საათით დაგვიანებისას ან ავადმყოფობის (უბედური შემთხვევის) გამო არა უმეტეს 3 დღე-ღამით დაგვიანებისას განაახლოს ბილეთის მოქმედება სხვა მატარებელზე, პლაცკარტის საფასურის გადახდით, ხოლო მგზავრობაზე უარის თქმისას დაიბრუნოს მგზავრობის საფასური ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; კ) დაიკავოს თავისუფალი ადგილი უფრო მაღალი კლასის ვაგონში, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად .

2.მგზავრს უფლება აქვს, დააბრუნოს გამოუყენებელი ბილეთი და მიიღოს: ა) ბილეთის მთლიანი საფასური – მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 15 საათისა; ბ) ბილეთის საფასურის 85% – მატარებლის გასვლამდე 15-დან 4 საათამდე დროში; გ) ბილეთის საფასურის 70% – მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლებ დროში; დ) უკან გამოსამგზავრებელი ბილეთის არსებობის შემთხვევაში: მისი მთლიანი საფასური – ბილეთის შეძენის ან მობრუნების სადგურში დაბრუნებისას მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 24 საათისა, ხოლო ბილეთის საფასურის 70% – ამ დროის გადაცილებისას; ე) გაუვლელ მანძილზე მგზავრობის საფასურის 70% – გზაში მგზავრობის შეწყვეტისას.

3.ბილეთის საფასური მგზავრს მთლიანად უბრუნდება აგრეთვე მის მიერ ავადმყოფობის გამო მგზავრობაზე უარის თქმის ან მისი ბილეთში მითითებული ადგილით დაკმაყოფილების შეუძლებლობისა და ამ ადგილის ნაცვლად შეთავაზებული სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში.

4.რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზით მატარებლის მოძრაობის შეფერხების გამო მგზავრობის შეწყვეტისას მგზავრს უბრუნდება გაუვლელ მანძილზე მგზავრობის საფასური, ხოლო რკინიგზის მიზეზით მგზავრობის შეწყვეტისას – მგზავრობის მთლიანი საფასური.

5.თუ შეუძლებელია მგზავრისათვის ბილეთში აღნიშნული ადგილის გამოყოფა, რკინიგზა ვალდებულია, მგზავრის თანხმობით მას გამოუყოს სხვა ადგილი, მათ შორის, უფრო მაღალი კლასის ვაგონში, საფასურის სხვაობის გადახდის გარეშე.

6.თუ მგზავრის თანხმობით გამოიყო ადგილი, რომლის ღირებულება შეძენილი ბილეთის საფასურზე ნაკლებია, მგზავრს უბრუნდება საფასურის სხვაობა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

7.რეგიონული მატარებლით მგზავრობის ას მგზავრს უფლება აქვს : ა ) შეიძინოს რკინიგზი ს მიერ დადგენილი ფორმის ბილეთი (სააბონემენტო ბილეთი); ბ) უფასოდ გადაიტანოს ხელბარგი ; გ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი.

8.მგზავრი ვალდებულია, რკინიგზის სადგურსა (ვაგზალსა) და მატარებელში დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, გაუფრთხილდეს რკინიგზის ქონებას, აგრეთვე დაიცვას საკუთარი ხელბარგი.

9.( ამოღებულია – 08.05.2012, №6146 ).

10.( ამოღებულია – 08.05.2012, №6146) .

11.სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკისათვის , საქართველოს კანონმდებლობი სა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს შესაბამისი შეღავათები. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6146 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საერთაშორისო და მაგისტრალური მატარებლებით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს: ა) შეიძინოს ბილეთი ნებისმიერ მატარებელსა და ვაგონში, მის მიერ დასახელებულ რკინიგზის სადგურამდე, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად; ბ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, და 5-დან 10 წლამდე ბავშვები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი საფასურის გადახდის შემდეგ; გ) წვრილმან ნივთებთან ერთად უფასოდ გადაიტანოს 36 კილოგრამამდე წონის ხელბარგი; დ) ბილეთის წარდგენისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ჩააბაროს ბარგი გადასაზიდად; ე) შეწყვიტოს მგზავრობა და მიიღოს გაუვლელ მანძილზე გადაყვანის საფასური; ვ) დროებით შეწყვიტოს მგზავრობა და გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა მგზავრობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 10 დღე-ღამისა; ზ) მგზავრობისას ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით, გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა ავადმყოფობის მთელი პერიოდისთვის ან დაიბრუნოს ბილეთის საფასური; თ) რკინიგზის სადგურის საბილეთო სალაროს მიერ ბილეთში შესაბამისი აღნიშვნის შეტანის შემდეგ გაემგზავროს ბილეთში მითითებულ ვადაზე ადრე გამსვლელი მატარებლით; ი) მატარებლის გასვლის მომენტიდან მატარებელზე არა უმეტეს 3 საათით დაგვიანებისას ან ავადმყოფობის (უბედური შემთხვევის) გამო არა უმეტეს 3 დღე-ღამით დაგვიანებისას განაახლოს ბილეთის მოქმედება სხვა მატარებელზე, პლაცკარტის საფასურის გადახდით, ხოლო მგზავრობაზე უარის თქმისას დაიბრუნოს მგზავრობის საფასური ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; კ) დაიკავოს თავისუფალი ადგილი უფრო მაღალი კლასის ვაგონში, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად . 2. მგზავრს უფლება აქვს, დააბრუნოს გამოუყენებელი ბილეთი და მიიღოს: ა) ბილეთის მთლიანი საფასური – მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 15 საათისა; ბ) ბილეთის საფასურის 85% – მატარებლის გასვლამდე 15-დან 4 საათამდე დროში; გ) ბილეთის საფასურის 70% – მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლებ დროში; დ) უკან გამოსამგზავრებელი ბილეთის არსებობის შემთხვევაში: მისი მთლიანი საფასური – ბილეთის შეძენის ან მობრუნების სადგურში დაბრუნებისას მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 24 საათისა, ხოლო ბილეთის საფასურის 70% – ამ დროის გადაცილებისას; ე) გაუვლელ მანძილზე მგზავრობის საფასურის 70% – გზაში მგზავრობის შეწყვეტისას. 3. ბილეთის საფასური მგზავრს მთლიანად უბრუნდება აგრეთვე მის მიერ ავადმყოფობის გამო მგზავრობაზე უარის თქმის ან მისი ბილეთში მითითებული ადგილით დაკმაყოფილების შეუძლებლობისა და ამ ადგილის ნაცვლად შეთავაზებული სხვა ადგილით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში. 4. რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზით მატარებლის მოძრაობის შეფერხების გამო მგზავრობის შეწყვეტისას მგზავრს უბრუნდება გაუვლელ მანძილზე მგზავრობის საფასური, ხოლო რკინიგზის მიზეზით მგზავრობის შეწყვეტისას – მგზავრობის მთლიანი საფასური. 5. თუ შეუძლებელია მგზავრისათვის ბილეთში აღნიშნული ადგილის გამოყოფა, რკინიგზა ვალდებულია, მგზავრის თანხმობით მას გამოუყოს სხვა ადგილი, მათ შორის, უფრო მაღალი კლასის ვაგონში, საფასურის სხვაობის გადახდის გარეშე. 6. თუ მგზავრის თანხმობით გამოიყო ადგილი, რომლის ღირებულება შეძენილი ბილეთის საფასურზე ნაკლებია, მგზავრს უბრუნდება საფასურის სხვაობა „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 7. რეგიონული მატარებლით მგზავრობის ას მგზავრს უფლება აქვს : ა ) შეიძინოს რკინიგზი ს მიერ დადგენილი ფორმის ბილეთი (სააბონემენტო ბილეთი); ბ) უფასოდ გადაიტანოს ხელბარგი ; გ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი. 8. მგზავრი ვალდებულია, რკინიგზის სადგურსა (ვაგზალსა) და მატარებელში დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, გაუფრთხილდეს რკინიგზის ქონებას, აგრეთვე დაიცვას საკუთარი ხელბარგი. 9. ( ამოღებულია – 08.05.2012, №6146 ). 10. ( ამოღებულია – 08.05.2012, №6146) . 11. სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკისათვის , საქართველოს კანონმდებლობი სა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს შესაბამისი შეღავათები. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6146 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 24 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 მარ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 1 მაი. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 40

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავიახაზების მგზავრის უფლებებისერვისის გვერდი
  • მგზავრის კომპენსაციის პრეტენზიებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • 1 ცვლილება · ბოლო 1 მაი. 2025
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 38მგზავრის გადაყვანის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება
  • 37მგზავრის გადაყვანა, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა
  • 41ბარგის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვა

საზღვაო კოდექსი

  • 169
  • 170

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 107რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა
  • 130უბილეთო მგზავრობა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 24მგზავრის მოვალეობანი

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 23მგზავრის ზოგადი მოვალეობები
  • 46მგზავრთა გადაყვანა
  • 20საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგიერთი უფლება-მოვალეობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 680გამგზავნის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3837412410713016917068023462039
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026