საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 33. ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელით სავალ ნაწილზე მიმავალ ქვეითს.

2.თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები განაგრძობენ სვლას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი.

3.ქვეითთა რეგულირებულ გადასასვლელზე შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი საშუალებას აძლევს ქვეითს, დაასრულოს მოცემული მიმართულებით სავალ ნაწილზე გადასვლა.

4.აკრძალულია გადასვლა ქვეითთა გადასასვლელზე, თუ მის უკან ტრანსპორტია ჩახერგილი და მძღოლი იძულებულია გაჩერდეს.

5.სხვა შემთხვევაში, აგრეთვე იქ, სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, მძღოლი გზას უთმობს თეთრი ხელჯოხით სიგნალის მიმცემ ბრმა ქვეითს.

6.მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გაჩერებაზე მდგომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმავალ ან ამ ტრანსპორტის კარის მხრიდან მომავალ ქვეითს, თუ ჩასხდომა და გადმოსხდომა ხდება სავალ ნაწილზე ან მასზე განლაგებული ჩასასხდომი მოედნიდან.

7.იმ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას, რომელსაც აქვს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ანელებს სიჩქარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ჩერდება და ატარებს ბავშვებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელით სავალ ნაწილზე მიმავალ ქვეითს. 2. თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები განაგრძობენ სვლას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი. 3. ქვეითთა რეგულირებულ გადასასვლელზე შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი საშუალებას აძლევს ქვეითს, დაასრულოს მოცემული მიმართულებით სავალ ნაწილზე გადასვლა. 4. აკრძალულია გადასვლა ქვეითთა გადასასვლელზე, თუ მის უკან ტრანსპორტია ჩახერგილი და მძღოლი იძულებულია გაჩერდეს. 5. სხვა შემთხვევაში, აგრეთვე იქ, სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, მძღოლი გზას უთმობს თეთრი ხელჯოხით სიგნალის მიმცემ ბრმა ქვეითს. 6. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გაჩერებაზე მდგომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმავალ ან ამ ტრანსპორტის კარის მხრიდან მომავალ ქვეითს, თუ ჩასხდომა და გადმოსხდომა ხდება სავალ ნაწილზე ან მასზე განლაგებული ჩასასხდომი მოედნიდან. 7. იმ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას, რომელსაც აქვს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ანელებს სიჩქარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ჩერდება და ატარებს ბავშვებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2014

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
250127123102541362 (და…4 (და…27 (დ…29 (დ…28 (დ…33
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს გარემოს და…საქართველოს ადმინისტრა…საავტომობილო ტრანსპორტ…