საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

2.საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირის შემთხვევაში − დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

3.სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირის შემთხვევაში − დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით.

5.ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირის შემთხვევაში − დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. შენიშვნა:

1.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით შეიცვლება.

2.(ამოღებულია - 17.12.2025, №1343) .

3.ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა პირს არ ათავისუფლებს საურავის გადახდისგან.

4.თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268 1 და 290 1 მუხლებით დადგენილი წესით.

5.ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4707 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.137 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1343 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №616 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 10 იან. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 25

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2026
  2. · გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  3. · გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017
  4. · გამოქვეყნდა 10 მაი. 2017
  5. · გამოქვეყნდა 16 მაი. 2014

    შენიშვნა 1-ში საურავი ახლა ეხება ამ მუხლით გათვალისწინებულ ყველა სამართალდარღვევას და განისაზღვრება დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, არაუმეტეს 500 ლარისა (150 ლარის ნაცვლად); შენიშვნა 2, რომელიც 500 ლარის საურავსა და 1 წლით შეჩერებას ითვალისწინებდა, ამოღებულია.

  6. · გამოქვეყნდა 3 იან. 2014
  7. · გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  8. · გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
  9. შენიშვნის პირველ ნაწილში ჯარიმის ჩამორთმევით შეცვლის პირობა ახლა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობაა.

  10. 123-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომელიც მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის იარაღის ტარების უფლების 3 წლამდე ჩამორთმევას ითვალისწინებს.

  11. · გამოქვეყნდა 16 ივლ. 2010

    პირველ ნაწილში ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე გაიზარდა და დაემატა ალტერნატიული სანქცია — მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევა. მე-4 ნაწილში ჩამორთმევის 500-ლარიანი ჯარიმით შეცვლის შესაძლებლობა მთელ მუხლზე გავრცელდა, ხოლო საურავის ნორმაში „იძულებითი აღსრულება“ „გადახდამ“ ჩაანაცვლა.

  12. · გამოქვეყნდა 4 მაი. 2010
  13. · გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    123-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდა, პატიმრობა ხუთი დღიდან 90 დღემდე და დაემატა მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლამდე; მე-4 ნაწილი ჩამორთმევის 500 ლარიანი ჯარიმით ჩანაცვლების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

  14. · გამოქვეყნდა 5 ივლ. 2007

    შენიშვნის 1-ელ ნაწილში საურავი ჯარიმასთან ერთად დარიცხვად აღარ არის ჩამოყალიბებული, უფლების ჩამორთმევით ჯარიმის შეცვლა უკავშირდება 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობას, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გამონაკლისი ამოღებულია.

  15. · გამოქვეყნდა 22 მაი. 2007

    123 მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი მესაკუთრისთვის ჯარიმის დაკისრების, საურავისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შესახებ.

  16. · გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    123-ე მუხლის პირველი ნაწილი შემთხვევის ადგილის მიტოვებასაც მოიცავს 100 ლარის ჯარიმით, მე-2 ნაწილი საავარიო ვითარებისთვის 200 ლარს ან 5 დღის პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო შენიშვნის პუნქტები საურავისა და უფლების ჩამორთმევის წესს ახლებურად აყალიბებს.

  17. 123-ე მუხლში ორი შემადგენლობა ადგილებით გაიცვალა, ჯარიმები ფიქსირებულია, ხოლო შენიშვნებით დაემატა საურავისა და უფლების ჩამორთმევის წესი.

  18. · გამოქვეყნდა 7 ივნ. 1997

    123-ე მუხლში ორივე დარღვევის სანქცია გამოიხატა ლარში, ხოლო ჩამორთმევის ვადა ექვსი თვიდან ერთ წლამდეა.

  19. 123-ე მუხლში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვების ჯარიმა შეიცვალა ათიდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე; მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა უცვლელია.

  20. 123-ე მუხლში ორივე დარღვევისთვის (შემთხვევის ადგილის მიტოვება და მილიციის მოთხოვნის ბოროტად შეუსრულებლობა) ჯარიმა მანეთებიდან გადავიდა შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე; მართვის უფლების ჩამორთმევა უცვლელია.

  21. 123-ე მუხლში გაჩნდა ორი დარღვევა: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება და მილიციელის მოთხოვნის ბოროტად შეუსრულებლობა.

  22. 123-ე მუხლის ტექსტი ამოღებულია და დარჩა მხოლოდ ბრძანებულებებზე მითითებები; შემოწმებისგან თავის არიდება ახლა 119-ე მუხლშია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28115290290¹119121¹209239242125127127¹27170168123
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სისხლის სა…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა