საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 34. მოძრაობა რკინიგზის ლიანდაგებზე

რედაქცია №29კონსოლიდირებული · 24 დეკ. 2013

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას სარგებლობს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზას უთმობს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას).

2.რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოებისას მძღოლი ხელმძღვანელობს საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, მონიშვნის მოთხოვნებით, შლაგბაუმის მდებარეობითა და გადასასვლელის მორიგის მითითებით, რათა დარწმუნდეს, რომ გადასასვლელს მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა) არ უახლოვდება.

3.აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე გადასვლა: ა) თუ შლაგბაუმი დაკეტილია ან იკეტება (შუქნიშნის სიგნალის მიუხედავად); ბ) შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს (მიუხედავად შლაგბაუმის მდებარეობისა ან მისი არსებობისა); გ) გადასასვლელის მორიგის ამკრძალავი სიგნალის დროს (მორიგე დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავს ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით, ან ხელები განზე აქვს გაშვერილი); დ) თუ გადასასვლელის უკან მოძრაობა ჩახერგილია და ეს აიძულებს მძღოლს, გაჩერდეს გადასასვლელზე; ე) თუ საკმარისი ხილვადობის ფარგლებში გადასასვლელს უახლოვდება მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).

4.აკრძალულია აგრეთვე: ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა; ბ) შლაგბაუმის თვითნებური გახსნა; გ) გადასასვლელზე სასოფლო-სამეურნეო, საგზაო, სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა; დ) რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე 8 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ნელა მიმავალი მანქანის, აგრეთვე ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა.

5.თუ გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.5 ნიშნიან შუქნიშანთან, ხოლო თუ ის არ არის – შლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. შლაგბაუმის არარსებობის შემთხვევაში მძღოლი ჩერდება უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.

6.რკინიგზის გადასასვლელზე იძულებით გაჩერების დროს მძღოლი დაუყოვნებლივ გადმოსხამს მგზავრებს და იღებს ზომებს მის გასათავისუფლებლად.

7.მძღოლი ვალდებულია აგრეთვე: ა) შეძლებისამებრ გაგზავნოს ორი კაცი ლიანდაგების გასწვრივ გადასასვლელიდან ორივე მხარეს 1000 მეტრზე (თუ გზავნის მხოლოდ ერთს, გაუშვას იმ მხარეს, საითაც უფრო ცუდი ხილვადობაა), აუხსნას მათ მოახლოებული მატარებლის მემანქანისათვის გაჩერების სიგნალის მიცემის წესი; ბ) დარჩეს სატრანსპორტო საშუალების ახლოს და მისცეს საერთო განგაშის სიგნალი; გ) მატარებლის გამოჩენისას გაიქცეს მასთან შესახვედრად და მისცეს გაჩერების სიგნალი.

8.გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღისით – მკვეთრი ფერის ქსოვილით ან რაიმე კარგად გასარჩევი საგნით, ღამით – ჩირაღდნით ან ფარნით). საერთო განგაშის სიგნალია ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას სარგებლობს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზას უთმობს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას). 2. რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოებისას მძღოლი ხელმძღვანელობს საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, მონიშვნის მოთხოვნებით, შლაგბაუმის მდებარეობითა და გადასასვლელის მორიგის მითითებით, რათა დარწმუნდეს, რომ გადასასვლელს მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა) არ უახლოვდება. 3. აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე გადასვლა: ა) თუ შლაგბაუმი დაკეტილია ან იკეტება (შუქნიშნის სიგნალის მიუხედავად); ბ) შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს (მიუხედავად შლაგბაუმის მდებარეობისა ან მისი არსებობისა); გ) გადასასვლელის მორიგის ამკრძალავი სიგნალის დროს (მორიგე დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავს ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით, ან ხელები განზე აქვს გაშვერილი); დ) თუ გადასასვლელის უკან მოძრაობა ჩახერგილია და ეს აიძულებს მძღოლს, გაჩერდეს გადასასვლელზე; ე) თუ საკმარისი ხილვადობის ფარგლებში გადასასვლელს უახლოვდება მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა). 4. აკრძალულია აგრეთვე: ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა; ბ) შლაგბაუმის თვითნებური გახსნა; გ) გადასასვლელზე სასოფლო-სამეურნეო, საგზაო, სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა; დ) რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე 8 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ნელა მიმავალი მანქანის, აგრეთვე ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა. 5. თუ გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.5 ნიშნიან შუქნიშანთან, ხოლო თუ ის არ არის – შლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. შლაგბაუმის არარსებობის შემთხვევაში მძღოლი ჩერდება უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა. 6. რკინიგზის გადასასვლელზე იძულებით გაჩერების დროს მძღოლი დაუყოვნებლივ გადმოსხამს მგზავრებს და იღებს ზომებს მის გასათავისუფლებლად. 7. მძღოლი ვალდებულია აგრეთვე: ა) შეძლებისამებრ გაგზავნოს ორი კაცი ლიანდაგების გასწვრივ გადასასვლელიდან ორივე მხარეს 1000 მეტრზე (თუ გზავნის მხოლოდ ერთს, გაუშვას იმ მხარეს, საითაც უფრო ცუდი ხილვადობაა), აუხსნას მათ მოახლოებული მატარებლის მემანქანისათვის გაჩერების სიგნალის მიცემის წესი; ბ) დარჩეს სატრანსპორტო საშუალების ახლოს და მისცეს საერთო განგაშის სიგნალი; გ) მატარებლის გამოჩენისას გაიქცეს მასთან შესახვედრად და მისცეს გაჩერების სიგნალი. 8. გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღისით – მკვეთრი ფერის ქსოვილით ან რაიმე კარგად გასარჩევი საგნით, ღამით – ჩირაღდნით ან ფარნით). საერთო განგაშის სიგნალია ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 16 ივნ. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2014

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
593130251061341071639404127 (დ…7 (და…34
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…საავტომობილო გზების შე…სახელმწიფო საზღვრის რე…