Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადიპლომატიური სამსახურის შესახებმუხლი 18

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

მუხლი 18. დიპლომატიურ თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹6789

1.უკონკურსოდ დანიშვნა შეიძლება სამინისტროს შემდეგ დიპლომატიურ თანამდებობებზე: ა) მინისტრის მოადგილე; ბ) სამინისტროს დირექტორატის დირექტორი; გ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის კაბინეტის უფროსი, სამინისტროს დირექტორატის დირექტორის მოადგილე, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამდივნოს უფროსი; დ) სამმართველოს უფროსი; ე) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენელი; თ) საგანგებო დავალებათა ელჩი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები შესაბამის დიპლომატიურ თანამდებობებზე უკონკურსოდ ინიშნებიან ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით.

3.დიპლომატიურ სამსახურში ნებისმიერ თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ: ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები; ბ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირები – სამინისტროს საკონკურსო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე; გ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირები.

4.მინისტრი სამინისტროს დირექტორატის დირექტორის, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის კაბინეტის უფროსის,  სამინისტროს დირექტორატის დირექტორის მოადგილის, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სამდივნოს უფროსის, სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და საგარეო ურთიერთობების სფეროში მუშაობის გამოცდილება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და ორი უცხოური ენა.

5.მინისტრი საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა.

5¹.პირი, რომელსაც აქვს აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად.

6.საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული მომზადება და რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა.

7.პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობებზე შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავენ პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება და სათანადო კვალიფიკაცია და რომლებმაც იციან საქართველოს სახელმწიფო ენა და უცხოური ენა.

8.(ამოღებულია - 15.07.2020, №7031);

9.ევროჯასტში მეკავშირე პროკურორად (შემდგომ − მეკავშირე პროკურორი) და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარედ (შემდგომ − დამხმარე) საქართველოს გენერალური პროკურორი სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. საქართველო ს 2009 წლის 6 აგვისტო ს კანონი № 1606 - სსმ I , № 24 , 13.08.2009 წ., მუხ. 147 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1442 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3928 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5562 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის კანონი №5078 – ვებგვერდი, 07.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7031 – ვებგვერდი, 24.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1624 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. თავი III. დიპლომატიური სამსახურის გავლა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2026
  2. 16 მაი. 2025
  3. 24 ივლ. 2020
  4. 7 ოქტ. 2019
  5. 10 იან. 2019

    18-ე მუხლის პირველ პუნქტში ახლა ჩამოთვლილია სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობები, რომლებზეც უკონკურსოდ დანიშვნა შეიძლება; მე-2 და მე-3 პუნქტები უკონკურსო დანიშვნის წესსა და პირთა წრეს ადგენს, ხოლო მე-4–მე-8 პუნქტებში თანამდებობების მიხედვით ცალ-ცალკეა გაწერილი დანიშვნის მოთხოვნები.

  6. 13 ივლ. 2016
  7. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  8. 5 ნოე. 2013· გამოქვეყნდა 22 ოქტ. 2013

    18-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის დანიშვნისა და კვალიფიკაციის მოთხოვნების შესახებ.

  9. 22 მარ. 2011

    პირველ პუნქტში დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის გვერდით დაემატა მინისტრის სამდივნოს უფროსის თანამდებობა, რომელზეც დასანიშნ პირს იგივე კვალიფიკაციისა და ენების მოთხოვნები ეხება.

  10. 13 აგვ. 2009

    მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები გავრცელდა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესა და სამმართველოს უფროსზე, „მაინც“ ამოღებულია, ხოლო ახალი მე-3 პუნქტი თავდაცვის ატაშეს დანიშვნას თავდაცვის მინისტრს აკისრებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 17²შემდეგი მუხლი 19

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №31

  • 10 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2026
  • 11 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 6პროკურატურის შესახ… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 17დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნისადმი მოთხოვნები და დანიშვნის წესი
  • 17²დიპლომატიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა
  • 12უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობები

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 8საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნა და განთავისუფლება
  • 9საკონსულო თანამდებობის პირის მოვალეობის დროებით შემსრულებლის დანიშვნა
  • 27საქართველოს საპატიო კონსულის საქმიანობის ხელმძღვანელობა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11⁴პირის თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 13დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 43კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა
  • 34მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 12საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება უფლებამოსილების წარდგენის გარეშე

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

  • 3გამონაკლისები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
261717²1211⁴1213892743342318
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიპლომატიური სამსახური…პროკურატურის შესახებსაკონსულო საქმიანობის …დანაშაულის პრევენციის,…უცხოეთში მცხოვრები თან…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026