პოლიციის შესახებ

მუხლი 41. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების წესი

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიანუგზარ მოსიძეგიორგი ფანცულაია

1.პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

2.პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა/თანამდებობიდან გათავისუფლება სავალდებულოა ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა; ე) გარდაცვალება.

3.პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს/თანამდებობიდან გათავისუფლდეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის დროს; დ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ე) წოდებით ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ვ) სამსახურის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 ან 5-ზე მეტი სამუშაო დღით გაცდენის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) სხვა სამსახურში ან სამინისტროს სისტემის სხვა სტრუქტურულ დანაყოფში გადასვლის გამო; კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ან/და მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისთვის თავის არიდების გამო; ლ) სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო; მ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გათვალისწინებული ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; ნ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლაზე უარის თქმის ან/და მისი წარუმატებლად გავლის გამო, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტი პირდაპირ ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნას/თანამდებობიდან გათავისუფლებას; პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან მისი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო; ჟ) ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

4.სამსახურიდან დათხოვნილი/თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი ვალდებულია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემული მატერიალური ფასეულობები.

5.პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №2/2/159007.11.2022საოქმო ჩანაწერი(1, ზ)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 6

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    პოლიციელის დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელის დისციპლინური წესით დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დისციპლინური სახდელი გადაცდომის სიმძიმისა და მისი ჩადენის გარემოებების პროპორციული უნდა იყოს, ხოლო პოლიციელის მიმართ ქცევის მაღალი სტანდარტი მოქმედებს. პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დათხოვნა მართებული იყო და სისხლისსამართლებრივი განრიდება თავისთავად არ გამორიცხავდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. სასამართლომ დააკმაყოფილა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სამსახურიდან გათავისუფლებისა და დათხოვნის ბრძანებების არარად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა ეხებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების არარად ცნობას, სასაზღვრო პოლიციაში მოსარჩელის აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მინისტრის ზედამხედველობა და ერთმმართველობის პრინციპი თავისთავად არ ანიჭებდა მას საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის ნაცვლად მოსამსახურის გათავისუფლების უფლებამოსილებას. სასამართლომ ორივე ბრძანება მოსარჩელის ნაწილში არარად ცნო და სასაზღვრო პოლიციას დაავალა მისი ტოლფას ან, ასეთის არარსებობისას, კომპეტენციის შესაბამის უფრო დაბალ თანამდებობაზე აღდგენა. პალატამ ასევე დააკისრა სასაზღვრო პოლიციას იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიღებული კომპენსაციის გათვალისწინებით და დადგენილი ვადობრივი შეზღუდვით.

  • დაუშვებლობა (T5)

    პოლიციელის დათხოვნის ბრძანების ბათილობა, სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასი

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან პოლიციელის დათხოვნის ბრძანების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდში პირადი განცხადებით დათხოვნას სპეციალური სამსახურის წესი აწესრიგებდა და ამ ურთიერთობაზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 109-ე მუხლი არ ვრცელდებოდა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უცვლელად დატოვა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

  • დაუშვებლობა (T5)

    სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა ეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლების კანონიერებას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გათავისუფლებას საფუძვლად უნდა ედოს მოსამსახურის ნამდვილი და თავისუფალი ნება, რომელიც დამსაქმებელმა გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეაფასოს. მოსამსახურემ ბრძანების გამოცემამდე წერილობით გამოხატა სამსახურის გაგრძელების სურვილი, რომლის გათვალისწინების გონივრული დრო ორგანოს ჰქონდა. სასამართლომ სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უცვლელად დატოვა სარჩელის დამაკმაყოფილებელი სააპელაციო გადაწყვეტილება.

  • დაუშვებლობა (T5)

    გათავისუფლებისა და დათხოვნის ბრძანებების ბათილობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებას, კადრების განკარგულებაში აყვანასა და შემდგომ დათხოვნას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაციისას გათავისუფლების საფუძველია შტატების შემცირება, ხოლო სტრუქტურული ერთეულის გაუქმება თავისთავად არ ნიშნავს დაკავებული თანამდებობის ფუნქციურ გაუქმებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის თანამდებობა რეალურად არ გაუქმებულა და მისი ფუნქციები არსებითად არ შეცვლილა. სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, რის შედეგადაც ძალაში დარჩა სარჩელის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება.

  • დაუშვებლობა (T5)

    დისციპლინური დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენის შესახებ აქტის გამოცემა

    დავა შეეხებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დისციპლინურ დათხოვნასა და სამსახურში აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელმძღვანელი მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი ნორმების დარღვევათა ერთობლიობა გამონაკლისის სახით ამართლებდა დათხოვნას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სხდომის გადადების საპატიო მიზეზი შუამდგომლობის ავტორმა სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და სარჩელის უარმყოფელი სააპელაციო გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁶11²⁴1914424032524147543041
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო პოლიციის თანა…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს შინაგან სა…სამოქალაქო უსაფრთხოები…პოლიციის შესახებპენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა