საჯარო რეესტრის შესახებ

მუხლი 3. მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა და უფლებამოსილებანი

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:დაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო.

1¹.სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააგენტოს უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონით და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2.სააგენტოს ფუნქციებია: ა) რეგისტრაცია; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ 1 ) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება; ბ 2 ) კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდება; ბ 3 ) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა; გ) სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირებისთვის მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება; დ) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების დამისამართება, ნუმერაცია და მათი მისამართების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა; ე 1 ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების კოორდინაცია და მონიტორინგი, აგრეთვე „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ვ) უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომ − ინსტრუქცია) დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად; ვ 1 ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177 16 და 177 17 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება და მათი აღსასრულებლად მიქცევა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3.სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით.

3¹.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სააგენტოს უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4.საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით სააგენტო იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ავტომატურ საშუალებებს.

5.საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოსა და სასამართლოს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე.

6.მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

6¹.მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

6².მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.

7.მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე თავისთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დედნისა და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს.

8.მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის ასლს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას.

9.მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე დოკუმენტის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით .

9¹.სააგენტოს მიერ ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოების, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდების, აგრეთვე ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.

10.სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთებ ი , მომსახურების ვადებ ი , ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების ა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წეს ი და პირობებ ი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3888 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.416 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4208 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5565 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 - ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5036 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №891 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3706 - ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1329 - ვებგვერდი, 22.12.2025წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 71

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1133-20192021-07-30120სამოქალაქო
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა გარემოებები უნდა იქნეს გათვალისწინებული ექსპროპრიირებული ქონების სამართლიანი კომპენსაციის განსაზღვრისას?

    დავა ეხებოდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ჩამორთმეული ქონების კომპენსაციასა და ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ექსპროპრიაციის კომპენსაცია უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი, ხოლო მისი განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ქონების პოტენციური გამოყენებაც. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება ამ სამოქალაქო დავაში პრეიუდიციული არ არის, თუმცა საექსპროპრიაციო ქონების აღწერის შემცველ მტკიცებულებას წარმოადგენს. უზენაესმა სასამართლომ მესაკუთრის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ექსპროპრიატორის საჩივარი უარყო და სსსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ 105 230,58 ლარი დააკისრა მოპასუხეს.

  • №ბს-359-349(4კ-13)2014-04-2426ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაციისა და აუქციონით გასხვისებასთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციასა და შემდგომ გასხვისებას. მოპასუხეები იყვნენ ქონების მართვის სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციასაც აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა და ურთიერთგამომრიცხავი რეგისტრაციებისას დაცული უნდა იყოს წინმსწრები რეგისტრაციის საფუძველზე წარმოშობილი უფლება. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნო რეგისტრაციისა და გასხვისების საფუძვლად არსებული აქტები, ხოლო ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

  • №ბს-459(კ-19)2021-03-2544ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთების საკადასტრო ზედდებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა

    დავა შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქონების მართვის სააგენტოს აქტების ბათილად ცნობას მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემთა ზედდების გამო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ საკუთრებას იურიდიული ძალა აქვს და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ რეგისტრაციების საფუძვლები და დაიცვან დაინტერესებული პირის მონაწილეობა. პალატამ დაადგინა, რომ ორგანოებს სათანადოდ არ გამოუკვლევიათ მნიშვნელოვანი გარემოებები, ხოლო ქვედა სასამართლოებს არ შეუფასებიათ არსებითი მტკიცებულებები. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ბს-1017(კ-20)2021-10-2164ადმინისტრაციული
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ხელყოფით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ხელყოფით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული საკუთრების უფლება სამართლებრივ დაცვას ექვემდებარება და სააგენტო ვალდებული იყო შეემოწმებინა მის ხელთ არსებული მატერიალური და ელექტრონული დოკუმენტები. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის გარემოებებში რეგისტრაციების წინასწარი გასაჩივრება ზიანის ანაზღაურების აუცილებელი წინაპირობა არ იყო, ხოლო ზიანის ოდენობა უფლების დარღვევის დროისთვის დადგენილი საბაზრო ღირებულებით განისაზღვრებოდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სააგენტოსთვის 72215 ლარის დაკისრება.

  • №ბს-144(კ-19)2021-07-0843ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის შესახებ აქტების ბათილად ცნობა

    დავა შეეხებოდა საჯარო რეესტრის მიერ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის საკუთრების რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა შეამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთისა და უფლების დამდგენ დოკუმენტში აღწერილი ნაკვეთის იდენტურობა. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის სარეგისტრაციო გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრით გადამოწმების უფლებამოსილებაც აქვს. უზენაესმა სასამართლომ სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც რეგისტრაციის აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

  • №ბს-975-971(კ-17)2018-04-0524ადმინისტრაციული
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    უძრავ ქონებაზე საკუთრების, გაერთიანებისა და იპოთეკის რეგისტრაციის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა

    მოსარჩელე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების, ქონების გაერთიანებისა და იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააგენტოს ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებით შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების წარდგენის ხარვეზი უნდა გამოევლინა, ხოლო კეთილსინდისიერი იპოთეკარი საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ ნდობით სარგებლობს. სასამართლომ სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: საკუთრების თავდაპირველი რეგისტრაციის ორი გადაწყვეტილება ბათილად ცნო და სააგენტოს მესაკუთრის ჩანაწერის შეცვლა დაავალა. იპოთეკის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სააგენტო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ამ კანონით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო. 1 1 . სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააგენტოს უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონით და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) რეგისტრაცია; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; [ბ 1 ) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება; ბ 2 ) კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდება; ბ 3 ) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)] გ) სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირებისთვის მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება; დ) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების დამისამართება, ნუმერაცია და მათი მისამართების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა; ე 1 ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების კოორდინაცია და მონიტორინგი, აგრეთვე „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ვ) უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომ − ინსტრუქცია) დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად; ვ 1 ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177 16 და 177 17 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება და მათი აღსასრულებლად მიქცევა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 3. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით. 3 1 . საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სააგენტოს უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 4. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით სააგენტო იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ავტომატურ საშუალებებს. 5. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოსა და სასამართლოს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე. 6. მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. 6 1 . მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. 6 2 . მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა. 7. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე თავისთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დედნისა და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს. 8. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის ასლს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას. 9. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე დოკუმენტის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით . [9 1 . სააგენტოს მიერ ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოების, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდების, აგრეთვე ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)] 10. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთებ ი , მომსახურების ვადებ ი , ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების ა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წეს ი და პირობებ ი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3888 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.416 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4208 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5565 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 - ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5036 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №891 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3706 - ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1329 - ვებგვერდი, 22.12.2025წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 22 დეკ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1667177¹⁷4443914¹55423103
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს სივრცის და…,,მეწარმეთა და არასამე…ეროვნული სივრცითი მონა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა