საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

მუხლი 3. სააგენტო

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სააგენტო არის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.

2.სააგენტო არის სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, აგრეთვე განსაკუთრებული რეჟიმის სტატუსის მქონე დაწესებულება.

3.სააგენტო შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან. სააგენტოში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული ორგანოები.

4.სააგენტოს დებულებას სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5.დაუშვებელია სააგენტოს საქმიანობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების უკანონო ჩარევა.

6.სააგენტო და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან, სააგენტოს სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოიყენონ საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი.

7.სააგენტო უფლებამოსილია ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა. დოკუმენტზე ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

8.სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს  ფაქსიმილეს გამოყენებით. ფაქსიმილეს გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2
  • №123101.06.2017კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • №93111.04.2017კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტო არის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. 2. სააგენტო არის სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, აგრეთვე განსაკუთრებული რეჟიმის სტატუსის მქონე დაწესებულება. 3. სააგენტო შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან. სააგენტოში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული ორგანოები. 4. სააგენტოს დებულებას სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 5. დაუშვებელია სააგენტოს საქმიანობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების უკანონო ჩარევა. 6. სააგენტო და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან, სააგენტოს სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოიყენონ საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი. 7. სააგენტო უფლებამოსილია ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა. დოკუმენტზე ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 8. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს  ფაქსიმილეს გამოყენებით. ფაქსიმილეს გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 2 მარ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 მარ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3268853914¹8254233
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…საჯარო და კერძო თანამშ…საქართველოს სივრცის და…დეპოზიტების დაზღვევის …დასაქმების ხელშეწყობის…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა