1.წიაღით სარგებლობა მოიცავს:
ა) წიაღის შესწავლას;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას;
ბ
1
) სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებას ან სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებას;
გ) სამთომომპოვებელ საწარმოთა ნარჩენების გამოყენებას;
დ) მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენებას, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობასა და ექსპლუატაციას (მათ შორის ნავთობის, გაზის, წარმოების ნარჩენების შესანახად და ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად), რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან;
ე) გეოლოგიური, მინერალოგიური, პალეონტოლოგიური კოლექციებისა და სამუზეუმო ექსპონატების შეგროვებას.
2.წიაღი სარგებლობაში გაიცემა მხოლოდ სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული შემთხვევებისა.
3.ლიცენზიას არ საჭიროებს რეგიონალური, გეოლოგიური და გეოფიზიკური, გეოლოგიური აგეგმვის, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც გამიზნულია წიაღის საერთო შესწავლის, მიწისძვრის პროგნოზირებისა და ვულკანური პროცესების კვლევის, გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის შექმნისა და გაძღოლის, მიწისქვეშა წყლების რეჟიმის კონტროლისათვის, აგრეთვე ყველა სხვა საქმიანობა, რომლებიც არ იწვევს წიაღის მთლიანობის არსებით დარღვევას. წიაღით ასეთი სახის სარგებლობა ექვემდებარება ამ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად აღრიცხვას.
4.ლიცენზია საჭირო არ არის კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში მოსარგებლის მიერ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ადგილობრივი მნიშვნელობის წიაღისეულის მოპოვებისათვის, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.
საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წიაღით სარგებლობა მოიცავს:ა) წიაღის შესწავლას;ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას;ბ1) სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებას ან სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებას;გ) სამთომომპოვებელ საწარმოთა ნარჩენების გამოყენებას;დ) მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენებას, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობასა და ექსპლუატაციას (მათ შორის ნავთობის, გაზის, წარმოების ნარჩენების შესანახად და ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად), რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან;ე) გეოლოგიური, მინერალოგიური, პალეონტოლოგიური კოლექციებისა და სამუზეუმო ექსპონატების შეგროვებას.2. წიაღი სარგებლობაში გაიცემა მხოლოდ სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული შემთხვევებისა.3. ლიცენზიას არ საჭიროებს რეგიონალური, გეოლოგიური და გეოფიზიკური, გეოლოგიური აგეგმვის, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც გამიზნულია წიაღის საერთო შესწავლის, მიწისძვრის პროგნოზირებისა და ვულკანური პროცესების კვლევის, გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის შექმნისა და გაძღოლის, მიწისქვეშა წყლების რეჟიმის კონტროლისათვის, აგრეთვე ყველა სხვა საქმიანობა, რომლებიც არ იწვევს წიაღის მთლიანობის არსებით დარღვევას. წიაღით ასეთი სახის სარგებლობა ექვემდებარება ამ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად აღრიცხვას.4. ლიცენზია საჭირო არ არის კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში მოსარგებლის მიერ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ადგილობრივი მნიშვნელობის წიაღისეულის მოპოვებისათვის, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №20 · ძალაშია 16 მაი. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
მე-3 პუნქტში ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობა ახლა 23-ე მუხლის შესაბამისად აღრიცხვას ექვემდებარება და არა აუცილებელ სახელმწიფო რეგისტრაციას.
· გამოქვეყნდა 21 მარ. 2002
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადამუშავება გამოიყო და დაემატა „ბ 1“ ქვეპუნქტი, რომელიც წიაღით სარგებლობაში ასახელებს საბადოს დამუშავებას ან წიაღისეულის გადამუშავებას.
მითითებამნიშვნელობით ახლოსწიაღის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს სისხლის სა…კოლხეთის დაცული ტერიტო…კვერეთის აღკვეთილის შე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №22 · ბოლოს შემოწმდა