საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 23. კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრის უფლებამოსილება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე უფლებამოსილია განახორციელოს ტყის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ ეწინააღმდეგება ტყის დაცვისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ან მესამე პირს მიანიჭოს ეს უფლებამოსილება. კერძო მესაკუთრეს ტყის რესურსებით სარგებლობის უფლება შესაძლებელია შეეზღუდოს ამ კოდექსითა და გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული საფუძვლებით და დადგენილ ფარგლებში.

2.კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე ვალდებულია ამ კოდექსის 26-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით შეიმუშაოს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს ტყის მართვის გეგმის პროექტი.

3.საჭიროების შემთხვევაში სამინისტრომ შეიძლება კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრეს მოსთხოვოს: ა) თავიდან აიცილოს ისეთი ქმედება, რომელიც ტყეს აზიანებს ან ანადგურებს; ბ) შეინარჩუნოს ან/და გააუმჯობესოს ტყის სანიტარიული მდგომარეობა; გ) შეამციროს ან შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ხეტყის დამზადებისას ტყის ნიადაგის ან/და მცენარეული საფრის დაზიანება; დ) გააუქმოს ტყეში შესვლის შეზღუდვა და მოხსნას ამ შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნები, თუ აღარ არსებობს შეზღუდვის საფუძველი.

4.კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე ვალდებულია უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. თავი III საქართველოს ტყის აღრიცხვა და დაგეგმვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე უფლებამოსილია განახორციელოს ტყის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ ეწინააღმდეგება ტყის დაცვისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ან მესამე პირს მიანიჭოს ეს უფლებამოსილება. კერძო მესაკუთრეს ტყის რესურსებით სარგებლობის უფლება შესაძლებელია შეეზღუდოს ამ კოდექსითა და გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული საფუძვლებით და დადგენილ ფარგლებში. 2. კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე ვალდებულია ამ კოდექსის 26-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით შეიმუშაოს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს ტყის მართვის გეგმის პროექტი. 3. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრომ შეიძლება კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრეს მოსთხოვოს: ა) თავიდან აიცილოს ისეთი ქმედება, რომელიც ტყეს აზიანებს ან ანადგურებს; ბ) შეინარჩუნოს ან/და გააუმჯობესოს ტყის სანიტარიული მდგომარეობა; გ) შეამციროს ან შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ხეტყის დამზადებისას ტყის ნიადაგის ან/და მცენარეული საფრის დაზიანება; დ) გააუქმოს ტყეში შესვლის შეზღუდვა და მოხსნას ამ შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნები, თუ აღარ არსებობს შეზღუდვის საფუძველი. 4. კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე ვალდებულია უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს  შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. თავი III საქართველოს ტყის აღრიცხვა და დაგეგმვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 მაი. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1431328306624525 (დ…2643362023
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…სატყეო მეურნეობის მართ…კულტურული მემკვიდრეობი…ცხოველთა სამყაროს შესა…ტერიტორიების გამოყენებ…ფიზიკური და კერძო სამა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა