Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებმუხლი 12

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 12. დადგენილი რეჟიმის დარღვევა მსჯავრდებულის მიერ

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:გასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³1⁴2344¹55¹6788¹8²910

1.პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას. დაბალი რისკის შეფასების მქონე პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს უფლება აქვთ, გამოცხადდნენ საქართველოს ნებისმიერ პრობაციის ბიუროში. კანონით დადგენილი რეჟიმი შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას.

1¹.პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, დააკისროს მინისტრის მიერ დადგენილი შესაბამისი სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსის გავლის ვალდებულება.

1².პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია ნარკოტიკული დანაშაულისათვის პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს პერიოდულად ან გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში მოსთხოვოს შესაბამისი ნარკოლოგიური შემოწმების 5 სამუშაო დღის განმავლობაში გავლა და სათანადო დასკვნის წარმოდგენა. თუ მსჯავრდებულს ამ პუნქტით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, გარდა მსჯავრდებულის მიერ ამ ნივთიერების სამკურნალო მიზნით მოხმარებისა, პრობაციის ბიურო ვალდებულია ეს ფაქტი აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

1³.თუ მსჯავრდებული პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, არ ემორჩილება პრობაციის ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას ან არაკორექტულად იქცევა, პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია, პრობაციის ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებული გადაიყვანოს განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას მსჯავრდებულის არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში კვირაში არა უმეტეს სამჯერ გამოცხადების ვალდებულებას.

1⁴.მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის 1 1 და 1 2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულებისათვის განზრახ თავის არიდება არის ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.

2.თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დრო ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს, იგი თავისუფლდება ამ დღეს გამოცხადების ვალდებულებისაგან.

3.თუ პირობითი მსჯავრის ვადის დასრულება ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს, რის თაობაზედაც ეძლევა ცნობა გათავისუფლების შესახებ.

4.სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მსჯავრდებულს შეიძლება შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი, რაც გულისხმობს პრობაციის ბიუროში 2 კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ხოლო ამ კანონით დადგენილი წესით – თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას.

4¹.თუ მსჯავრდებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით) ან ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი − 65 წლიდან, მამაკაცი − 70 წლიდან), სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მსჯავრდებულს შეიძლება შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი 3 თვეში ერთხელ პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებით, ხოლო თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულზე ზედამხედველობას განახორციელებს მის საცხოვრებელ ადგილას არანაკლებ 3 თვეში ერთხელ გამოცხადებით.

5.მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).

5¹.თუ მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება, დაარღვევს კანონით დადგენილ რეჟიმს, პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).

6.მსჯავრდებული უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს იგი პრობაციის ბიუროს უფროსთან. პრობაციის ბიუროს უფროსი საკითხს განიხილავს და წყვეტს 15 სამუშაო დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გასაჩივრება ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე აჩერებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადის დინებას.

7.მსჯავრდებული ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცნობიდან 30 დღის ვადაში გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა.

8.მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი, 1 3 , მე-4 და 4 1 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილი რეჟიმის დარღვევა – გამოიწვევს მის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 5 1 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის გაფრთხილებას.

8¹.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, პირველი დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს მის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 5 1 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის განმეორებით გაფრთხილებას.

8².მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ბოლო დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში − გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 5 1 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის მორიგ გაფრთხილებას.

9.მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ასევე შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი. ჯარიმის გადახდის ვალდებულებასთან/გაფრთხილებასთან ერთად ან დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისთვის მსჯავრდებულს შესაძლებელია შეეცვალოს და დაუმძიმდეს დადგენილი რეჟიმი.

10.თუ მსჯავრდებული საპრობაციო ვადის განმავლობაში აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, დადგენილი რეჟიმის მორიგი დარღვევისას მსჯავრდებული დაჯარიმდება დარღვევის რიგითობის მიხედვით, ამ მუხლის მე-8, 8 1 და 8 2 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის შესაბამისი ოდენობით. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2184 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსადროს და ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას. დაბალი რისკის შეფასების მქონე პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს უფლება აქვთ, გამოცხადდნენ საქართველოს ნებისმიერ პრობაციის ბიუროში. კანონით დადგენილივალდებულებას, რეჟიმიასევე შეიძლებაშესაძლოა მოიცავდეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას. 1 1 . პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, დააკისროს მინისტრის მიერ დადგენილი შესაბამისი სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსის გავლის ვალდებულება. 1 2 . პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია ნარკოტიკული დანაშაულისათვის პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს პერიოდულად ან გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში მოსთხოვოს შესაბამისი ნარკოლოგიური შემოწმების 5 სამუშაო დღის განმავლობაში გავლა და სათანადო დასკვნის წარმოდგენა. თუ მსჯავრდებულს ამ პუნქტით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, გარდა მსჯავრდებულის მიერ ამ ნივთიერების სამკურნალო მიზნით მოხმარებისა, პრობაციის ბიურო ვალდებულია ეს ფაქტი აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 1 3 . თუ მსჯავრდებული პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, არ ემორჩილება პრობაციის ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას ან არაკორექტულად იქცევა, პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია, პრობაციის ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებული გადაიყვანოს განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას მსჯავრდებულის არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში კვირაში არა უმეტეს სამჯერ გამოცხადების ვალდებულებას. 1 4 . მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის 1 1 და 1 2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულებისათვის განზრახ თავის არიდება არის ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი. 2. თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დრო ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს, იგი თავისუფლდება ამ დღეს გამოცხადების ვალდებულებისაგან. 3. თუ პირობითი მსჯავრის ვადის დასრულება ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს, რის თაობაზედაც ეძლევა ცნობა გათავისუფლების შესახებ. 4. სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მსჯავრდებულს შეიძლება შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი, რაც გულისხმობს პრობაციის ბიუროში 2 კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ხოლო ამ კანონით დადგენილი წესით – თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას. 4 1 . თუ მსჯავრდებული არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით) ან ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი − 65 წლიდან, მამაკაცი − 70 წლიდან), სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მსჯავრდებულს შეიძლება შეუმსუბუქდეს დადგენილი რეჟიმი 3 თვეში ერთხელ პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებით, ხოლო თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულზე ზედამხედველობას განახორციელებს მის საცხოვრებელ ადგილას არანაკლებ 3 თვეში ერთხელ გამოცხადებით. 5. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი). 5 1 . თუ მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება, დაარღვევს კანონით დადგენილ რეჟიმს, პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი). 6. მსჯავრდებული უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს იგი პრობაციის ბიუროს უფროსთან. პრობაციის ბიუროს უფროსი საკითხს განიხილავს და წყვეტს 15 სამუშაო დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შესახებ ოქმის გასაჩივრება ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე აჩერებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადის დინებას. 7. მსჯავრდებული ვალდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცნობიდან 30 დღის ვადაში გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ჯარიმა. 8. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი, 1 3 , მე-4 და 4 1 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილი რეჟიმის დარღვევა – გამოიწვევს მის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 5 1 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის გაფრთხილებას. 8 1 . ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, პირველი დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს მის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 5 1 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის განმეორებით გაფრთხილებას. 8 2 . მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ბოლო დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში − გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის 5 1 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დარღვევა − მის მორიგ გაფრთხილებას. 9. მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა ასევე შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი. ჯარიმის გადახდის ვალდებულებასთან/გაფრთხილებასთან ერთად ან დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისთვის მსჯავრდებულს შესაძლებელია შეეცვალოს და დაუმძიმდეს დადგენილი რეჟიმი. 10. თუ მსჯავრდებული საპრობაციო ვადის განმავლობაში აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, დადგენილი რეჟიმის მორიგი დარღვევისას მსჯავრდებული დაჯარიმდება დარღვევის რიგითობის მიხედვით, ამ მუხლის მე-8, 8 1 და 8 2 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის შესაბამისი ოდენობით. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2184 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2025
წინა მუხლი 11⁹შემდეგი მუხლი 12¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პირობით ვადამდე გათავისუფლება / "უდო" - ადვოკატი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირობითი გათავისუფლების განცხადებები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პირობითი მსჯავრის (პრობაციის) გაუქმებისგან დაცვა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №43

4
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-25
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21

მიუთითებენ მასზე

მუხლი 45¹მუხლი 13მუხლი 14¹მუხლი 41

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 45გარდამავალი დებულებანი
  • 15¹მსჯავრდებულის საერთო მოვალეობები
  • 14¹მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 66კონტროლი და დახმარება
  • 65მოვალეობის დაკისრება
  • 67პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირება

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 20პრობაციის ოფიცრის მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის სასამართლოსათვის შეტყობინება
  • 14თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა
  • 17პრობაციის ოფიცრისა და პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში პრობაციის ღონისძიებათა გამოყენებისას

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 6მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ვალდებულებები

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 6უფლებების აღდგენა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 282მსჯავრდებულის ძებნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20141766656714¹2145¹13414515¹6612
მითითებამნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…არასაპატიმრო სასჯელთა …სქესობრივი თავისუფლები…ნარკოტიკული დანაშაულის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026