Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებმუხლი 10 (დანართი 1)

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 10 (დანართი 1). ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი ფორმა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ინსპექტირება დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა რეგულირების ობიექტს წარედგინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, კერძოდ: ა) რეგულირების ობიექტის დათვალიერებისას – დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის პირადობის დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა; ბ) რეგულირების ობიექტის შემოწმებისას – დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ; გ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არაგეგმური შემოწმებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე რეგულირების ობიექტს წარუდგენს მხოლოდ სამსახურებრივ პირადობის მოწმობას.

2.რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლოა გამოცემულ იქნეს წერილობით ან ზეპირად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე შემოწმების მიმდინარეობის პროცესში უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენას (ხელზე ჩაბარებით ან ფოსტის მეშვეობით) რეგულირების ობიექტისათვის, ხოლო თუ ამ პერიოდისათვის შემოწმება დასრულებულია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება მისი დასრულების შემდეგ, ამ პუნქტში მითითებული წარდგენის წესით.

5.რეგულირების ობიექტის არაგეგმური შემოწმებისას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებს მიეკუთვნება რეგულირების ობიექტში (საწარმოში) მომხდარი ავარიული სიტუაცია, დათვალიერების შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაცია, როდესაც აუცილებელია რეაგირების ზომების დაუყოვნებლივ გატარება, ასევე სხვა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები, რომლებიც ცნობილი გახდება დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურისთვის უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

7.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ რეგულირების ობიექტის საქმიანობის დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს.

8.თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტი საქმიანობას საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტის (აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გარეშე ახორციელებს ან რეგულირების ობიექტის საქმიანობა გარემოს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის და მისი აღმოფხვრა სავალდებულოა, თუმცა ამის დაუყოვნებლივ განხორციელება შეუძლებელია ან რეგულირების ობიექტის საქმიანობამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან/და მტკიცებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების სრულ აღმოფხვრამდე რეგულირების ობიექტისთვის შესაბამისი ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში, დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნივთი, რასთან დაკავშირებითაც დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ ხდება ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტის შედგენა). რეგულირების ობიექტისთვის ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება ადმინისტრაციული მიწერილობის სახით (დანართი №5) და იგი წარედგინება რეგულირების ობიექტს. მისი შესრულება სავალდებულოა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მიწერილობა შეიძლება, გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

9.საქმიანობის შედეგად გარემოსთვის შექმნილი მნიშვნელოვანი საფრთხის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: ა) გამწმენდი მოწყობილობის/დანადგარების გამოუყენებლობა ან უქონლობა; ბ) საწარმოს ექსპლუატაციისას დამაბინძურებელი ნივთიერებების დადგენილი ნორმების 5-ჯერ ან მეტჯერ გადამეტება; გ) საწარმოს ტექნოლოგიური ციკლის დარღვევა, რამაც ისეთი ემისია გამოიწვია, რაც საწარმოს ტექნოლოგიური ციკლით არ იყო გათვალისწინებული; დ) საქმიანობის განხორციელება კანონმდებლობით აკრძალულ ტერიტორიაზე. ე) ტყითსარგებლობის წესების დარღვევით გამოყოფილ ტყეკაფში სარგებლობა; ვ) საქართველოს ტყეში გზის უკანონოდ მოწყობის სამუშაოების წარმოება; ზ) ექსტენსიური აკვაკულტურის ობიექტზე თევზის რესურსით სარგებლობა თევზების მასობრივი დახოცვის/მოწამვლის ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სხვა მავნე ფაქტორების იდენტიფიცირების შემთხვევაში; თ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი კვოტის გადაჭარბებისას რესურსით სარგებლობა; ი) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციისას სასოფლო-სამეურნეო გენმოდიფიცირებული კულტურ(ებ)ის ბაზარზე განთავსება/გამოყენება; კ) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით დადგენილი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადამეტება; ლ) ინოვაციური ტექნიკის გამოყენება/გამოცდა კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ემისიის დონეების დაკმაყოფილების გარეშე; მ) „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული არსებითი ცვლილება, რამაც გამოიწვია ამავე კანონის I დანართში მითითებული ზღვრების, სულ მცირე, გაორმაგება; ნ) „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების შედეგად ნიადაგის ან/და მიწისქვეშა წყლების საბაზისო ანგარიშით დადგენილი მდგომარეობის გაუარესება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის დადგენილება №303 – ვებგვერდი, 26.06.2015წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის დადგენილება №357 - ვებგვერდი, 10.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №454 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ივნისის დადგენილება №212 - ვებგვერდი, 13.06.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 02.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 2026 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 9 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 11 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ლიცენზიის აუდიტისთვის მომზადებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №15

  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 23 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის უფლებები ინსპექტირების პროცესში
  • 12 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების ხანგრძლივობა
  • 11 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 21ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები
  • 19ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 7ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 33ობიექტის დათვალიერება

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 28

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 13ინსპექტირების დაწყების საფუძვლები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

  • 8სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების წესი

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 27პასუხისმგებლობის დაკისრების წესი და დავის გადაწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2887211923 (დ…12 (დ…11 (დ…2713334310 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…პროდუქტის უსაფრთხოების…ადამიანის ორგანოთა გად…ტექნიკური საფრთხის კონ…რადიაციული დაცვის, ბირ…სამედიცინო-სოციალური ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026