ამნისტიის შესახებ

მუხლი 5

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიამია ზოიძეირაკლი ღლონტი

1.პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით შესაბამისი განცხადება უნდა წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

2.თუ ამ კანონით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვება შეუძლებელია, პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის ღირებულება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს შესაბამისი თანხის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შეტანით.

3.ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ან/და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი: ა) პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე უნდა წარუდგინოს შესაბამის პროკურორს; ბ) პირმა (მათ შორის, ძებნილმა პირმა), რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე უნდა წარუდგინოს შესაბამის სასამართლოს; გ) პირმა, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია და რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, უნდა წარუდგინოს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. სასამართლო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებს გამოითხოვს ამ კანონით დადგენილი წესით; დ) ძებნილმა პირმა, რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია ან რომლის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა, უნდა წარუდგინოს შესაბამის პროკურორს. პროკურორი აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

4.თუ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენის შემდეგ პროკურორი იმ პირის (მათ შორის, ძებნილი პირის) განცხადების საფუძველზე, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, იღებს გადაწყვეტილებას ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით ამ მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. შუამდგომლობა წარედგინება სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის მისთვის წარდგენიდან 24 საათში. სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი ამ კანონის შესაბამისად.

5.თუ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე ამ კანონით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენის შემდეგ სასამართლო იმ პირის (მათ შორის, ძებნილი პირის) განცხადების საფუძველზე, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, იღებს გადაწყვეტილებას ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით ამ მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ. სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ამ კანონის შესაბამისად.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №461-242024-11-0139
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიით სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება

    საკასაციო სასამართლომ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა მსჯავრდებულის მიმართ 2024 წლის ამნისტიასთან ერთად 2023 წლის ამნისტიის გამოყენება და მისი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება. პალატამ დაადგინა, რომ 2023 წლის კანონით გათვალისწინებული პირობების, მათ შორის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი წესით ანაზღაურების, შესრულება წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა განჩინება, რომლითაც საბოლოო სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრა, ხოლო მოსახდელი ნაწილი დამატებით 75 დღით შემცირდა.

  • №371-242024-09-2621
    საკასაციო არსებითი (T2)

    ამნისტიის გავრცელების შუამდგომლობის წარდგენის უფლებამოსილება

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, ჰქონდა თუ არა დაცვის მხარეს 2023 წლის 15 ნოემბრის ამნისტიის კანონით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება და იყო თუ არა დაცული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული პირობა. პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შესაბამისი პროკურორი მიმართავს, ხოლო წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით მიწის ნაკვეთი იპოთეკით იყო დატვირთული. საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამნისტიაზე უარის შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა; მსჯავრდებულისათვის ადრე დანიშნული ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა არ შეცვლილა.

  • №116აპ-262026-07-2963
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობა

    საკასაციო საჩივარი შეეხებოდა ორი მსჯავრდებულის ჯარიმისგან ამნისტიით გათავისუფლებას. პალატამ დაასკვნა, რომ 2024 წლის ამნისტია ჯარიმაზე არ ვრცელდებოდა, ხოლო 2023 წლის ამნისტიისთვის საჭირო ზიანი დადგენილ ვადაში არ ანაზღაურებულა. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი; ძალაში დარჩა თითოეული მსჯავრდებულისთვის დანიშნული 10000 ლარის ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹35131516469145
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებფიზიკური და კერძო სამა…ფიზიკური და კერძო სამა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა