სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 8 (დანართი 4)

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საშვის მაძიებელი ვალდებულია წერილობით მიმართოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას. აღნიშნულ მიმართვაში მითითებული უნდა იყოს: ა) ინფორმაცია დაშვებული საქმიანობის ხასიათის, ტექნოლოგიის, ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ; ბ) ინფორმაცია დაშვებული საქმიანობის განხორციელების ადგილის, დროისა და ხანგრძლივობის შესახებ; გ) ინფორმაცია დაშვებულ საქმიანობაში მონაწილე პირთა რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირ(ებ)ის ვინაობის შესახებ; დ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზია ან ნებართვა (თუ დაშვებული საქმიანობა განეკუთვნება სალიცენზიო ან სანებართვო საქმიანობას); ე) სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ საშვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

2.საშვი გაიცემა 10 წლის ასაკიდან. 10 წლამდე ასაკის პირთა მონაცემები აისახება კანონიერი წარმომადგენლის ან ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით სხვა სრულწლოვანი პირის სახელზე გაცემულ საშვში. 10 წლამდე პირთა სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლა, დროებითი ყოფნა და გადაადგილება ხორციელდება საშვის მფლობელ პირთა თანხლებით, გარდა ამ მუხლის    მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/ მოწყობილი ღონისძიების – ექსკურსიის შემთხვევაში, 10 წლამდე არასრულწლოვნის მონაცემები აისახება ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის (აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, მასწავლებელი, ექსკურსიის ორგანიზატორ/მომწყობ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირი) სახელზე გაცემულ საშვში და არასრულწლოვნის გადაადგილება ხორციელდება მისი თანხლებით.

4.საშვის გაცემის პროცედურა მტკიცდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 9 სექ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2013 – 9 სექ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40520²20¹⁴34189 (და…15 (დ…3 (და…5168 (დანართი 4)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…კერძო დაცვითი საქმიანო…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს მოქალაქეთა…სააღმზრდელო საქმიანობი…საქართველოს მოქალაქეებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა