1.ხე-ტყე, შეშა და დახერხილი მასალა გადაიზიდება პაკეტებით, შტაბელებით და მოლარტყულად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადმოტვირთვის სამუშაოების მაქსიმალური მექანიზება.
2.ხე-ტყე, შეშა და დახერხილი მასალა პაკეტებით, შტაბელებით და მოლარტყულად გადასაზიდად მიიღება ზედნადებში პაკეტების, შტაბელებისა და ლარტყულების რაოდენობის მითითებით.
3.თუ ხე-ტყე ბაქნებში ან ნახევარვაგონებში ჩაიტვირთება არა უმეტეს ორ შტაბელად, მაშინ უნდა მიეთითოს მორების რაოდენობა, როცა ეს რაოდენობა ერთ შტაბელში არ აღემატება 100 ერთეულს, ხოლო ორ შტაბელში 300 ერთეულს.
4.თუ ხე-ტყის ან დახერხილი მასალის ნახევარვაგონებში განთავსებისას გამოყენებულია ჩატვირთვის გაბარიტის ზედა ვიწრო ნაწილი (შემდგომ – გაბარიტის ვიწრო ნაწილი), ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ზედნადებში, ტვირთის დასახელების ქვეშ, მიუთითოს გაბარიტის ვიწრო ნაწილში არსებული შტაბელების რაოდენობა მათი განთავსების ადგილის მიხედვით.

