მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 5. მეზღვაურის სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გემზე სამუშაოდ დაიშვება 16 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი.

2.აკრძალულია გემზე 18 წლამდე მეზღვაურის დასაქმება, თუ შესასრულებელი სამუშაო საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას.

3.იმ საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალს, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას გემზე მუშაობისას 18 წლამდე პირის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. იმ საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას 18 წლამდე პირის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, შესაძლოა დამატებით განსაზღვროს სააგენტომ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ.

4.18 წლამდე მეზღვაურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამუშაო დღის განმავლობაში 8 საათს, ხოლო კვირაში − 40 საათს. ამასთანავე, მეზღვაურს ყოველი უწყვეტი 2-საათიანი მუშაობის შემდეგ უნდა მიეცეს 15-წუთიანი შესვენება. ეს შესვენება არ მიიჩნევა დასვენების დროდ. სამუშაო დღის განმავლობაში მეზღვაურს წარმოეშობა არანაკლებ 1-საათიანი შესვენების უფლება.

5.აკრძალულია 18 წლამდე მეზღვაურის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, გემის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მისი შესრულების თავიდან აცილება შეუძლებელია.

6.აკრძალულია 18 წლამდე მეზღვაურის ღამის ცვლაში დასაქმება.

7.სააგენტო უფლებამოსილია 18 წლამდე მეზღვაურის ღამის ცვლაში დასაქმების აკრძალვასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვას, რაც ეცნობება შესაბამის გემს/გემებს. გამონაკლისი დაიშვება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) აკრძალვით ზიანი ადგება მეზღვაურის მიერ განათლების საწვრთნელი პროგრამის მიხედვით მიღებას; ბ) მორიგეობის თავისებურება ან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამა მოითხოვს, რომ 18 წლამდე მეზღვაურმა მოვალეობა ღამის საათებში შეასრულოს. ამასთანავე, სააგენტო ვალდებულია სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, შეუქმნის თუ არა შესასრულებელი სამუშაო საფრთხეს 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას.

8.აკრძალულია 18 წლამდე პირის გემის მზარეულად დასაქმება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
281059506611321591129155
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საქართველოს შრომის კოდ…მოხალისეობის შესახებმეზღვაურთა განათლებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა