Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 127¹

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 127¹. საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის/ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:ტრანსპორტისაბაჟო და სასაზღვრო დანაშაულებიდაბინძურების კონტროლისაგზაო, სატრანსპორტო და პარკირების სამართალდარღვევები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³1⁴1⁵22¹2²33²4566¹6²77¹7²8

1.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 118 6 და 129 1 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

1¹.სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

1².სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი ღონისძიების – ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46 1 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის (აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელის, მასწავლებლის, აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირის) მიერ იმავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

1³.ამ მუხლის 1 2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

1⁴.არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით ან/და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დაცვა-გაცილების გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

1⁵.ამ მუხლის 1 4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 118 6 და 129 1 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2¹.საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2².ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3.(ამოღებულია - 30.11.2023, №3799) . 3​ 1 . საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3².ამ მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4.(ამოღებულია).

5.ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესების დარღვევით – გამოიწვევს ავტოსადგურის მესაკუთრე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.

6.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

6¹.ამ მუხლის 1 4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

6².ამ მუხლის 1 5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

7.საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანისას „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმებით (AETR) გათვალისწინებული საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) არქონა/გათიშვა ან/და დაზიანებული საკონტროლო მოწყობილობით (ტაქოგრაფით) გადაადგილება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

7¹.საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) შემოწმების  შედეგად გამოვლენილი სიჩქარის გადაჭარბება – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

7².სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას ამ ტვირთის გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ან სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

8.საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის განმახორციელებელი საწარმოს „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების ან/და „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით საქმიანობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარამდე. შენიშვნა:

1.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, 1 1 , 1 4 , 1 5 და მე-6−მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით შეიცვლება.

2.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის 1 2 ან 1 3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

3.ამ მუხლის 1 4 , 1 5 , 6 1 ან 6 2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებამდე შესაძლებელია უფლებამოსილმა პირმა სატრანსპორტო საშუალება გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანოს მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ან იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

4.ამ მუხლის 2 1 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოსავლენად კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის კანონი №2148 – სსმ I, №27(34), 06.07.1999წ., მუხ.143 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2006 წლის 24 ნოემბრის კანონი №3769 – სსმ I, №45, 09.12.2006წ., მუხ.308 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4035 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.490 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5203 – ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2019 წლის 19 მარტის კანონი №4347 – ვებგვერდი, 27.03.2019წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5272 – ვებგვერდი, 11.11.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7107 – ვებგვერდი, 22.09.2020წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4337 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №617 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2023 – 1 მარ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 21

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2026
  2. 4 იან. 2025· გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024
  3. 1 მარ. 2024· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2023
  4. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  5. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 სექ. 2020
  6. 28 ივლ. 2020
  7. 11 ნოე. 2019
  8. 27 მარ. 2019
  9. 2 სექ. 2014· გამოქვეყნდა 16 მაი. 2014

    შენიშვნაში საურავი ახლა დაკისრებული ჯარიმის ორმაგია, არაუმეტეს 500 ლარისა, ვრცელდება 1¹ ნაწილზეც, ხოლო მართვის უფლების შეჩერების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე შემცირდა.

  10. 1 მარ. 2014· გამოქვეყნდა 3 იან. 2014

    127¹ მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი, რომლითაც ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა ისჯება 40 ლარით.

  11. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  12. 18 მაი. 2012

    127¹ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მართვის უფლების ჩამორთმევით ჯარიმის ჩანაცვლების საფუძველი ახლა ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობაა.

  13. 6 დეკ. 2011· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011
  14. 12 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010
  15. 18 მაი. 2010· გამოქვეყნდა 4 მაი. 2010
  16. 13 იან. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
  17. 19 ივლ. 2007· გამოქვეყნდა 5 ივლ. 2007

    მე-3 ნაწილში საურავის გადახდისაგან გაუთავისუფლებლობის წესი შეიცვალა 500 ლარის საურავის დარიცხვის წესით მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის და ჯარიმის მართვის უფლების 2 წლით ჩამორთმევით შეცვლით, თუ 290-ე მუხლის 1¹ ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმა და საურავი არ გადაიხდება.

  18. 23 დეკ. 2006· გამოქვეყნდა 9 დეკ. 2006

    ამოღებულია 127¹ მუხლის მე-4 ნაწილი (ბარათის წესების დარღვევა, 100 ლარი). შენიშვნა გადაკეთდა: 150 ლარის საურავი და 1 წლით უფლების ჩამორთმევა ეხება პირველ ნაწილს, 500 ლარი და 2 წელი — მე-2 და მე-3 ნაწილებს.

  19. 1 ნოე. 2006· გამოქვეყნდა 16 მაი. 2006

    შენიშვნის პირველ პუნქტში ჯარიმის გადაუხდელობის შედეგების ნაცვლად დადგინდა მძღოლის მიერ სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარდგენის ვალდებულება და მისი არქონისას ოქმის შედგენა. მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა 290-ე მუხლის პირველი ნაწილის ვადასთან დაკავშირებული 150 და 500 ლარის საურავითა და მართვის უფლების 1 ან 2 წლით ჩამორთმევით, ხოლო დაემატა მე-3 და მე-4 პუნქტები.

  20. 15 ივლ. 2005

    127¹ მუხლში ჯარიმები ფიქსირებული გახდა სამ ნაწილად, ამოვარდა ბარათის წარმოების წესების დარღვევა და დაემატა საურავის წესი.

  21. 20 ივლ. 1999· გამოქვეყნდა 6 ივლ. 1999

    შემოღებულია ახალი 127¹ მუხლი, რომელიც სამ ნაწილში ადგენს ჯარიმას საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის, ავტოსადგურის მუშაობისა და სატრანსპორტო საგზაო ბარათის წესების დარღვევისთვის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 127შემდეგი მუხლი 128

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ვალუტის ფარული ტრანსპორტირება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა / ჯარიმების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტომობილის ტრანსპორტის რეგულაციასერვისის გვერდი
  • საგზაო ტრანსპორტის ნებართვებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 21 ცვლილება · ბოლო 1 მაი. 2026
  • ციტირებულია 9 მუხლი
  • 31 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 129¹მუხლი 290მუხლი 46¹საგზაო მოძრაობის შ… 46¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 118⁶მუხლი 119მუხლი 121¹მუხლი 208მუხლი 214მუხლი 219მუხლი 239მუხლი 242მუხლი 290

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 125სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა
  • 123საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა
  • 119სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა
  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა
  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 38ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა
  • 40¹სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 46მგზავრთა გადაყვანა

საზღვაო კოდექსი

  • 175

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 16³პასუხისმგებლობა საშუამავლო კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობის დარღვევისთვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
290119129¹46¹118⁶121¹20821421923924212512346¹170127¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026