1.იმ პირზე, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, წერილობითი თანხმობის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.
2.ერთ-ერთი მშობლის ამ კანონის 20 2 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატული თანხმობა, იმავე მუხლის 8 1 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, საკმარისია, თუ მეორე მშობელი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა.
3.თუ არასრულწლოვან ლტოლვილზე ან დამატებითი დაცვის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვანის დევნის ქვეყანაში ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რეალური რისკის შემცველ ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო, მისი ინდივიდუალური შეფასება არ განხორციელებულა და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3390 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3701 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №51 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №868 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. იმ პირზე, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, წერილობითი თანხმობის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. 2. ერთ-ერთი მშობლის ამ კანონის 20 2 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატული თანხმობა, იმავე მუხლის 8 1 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, საკმარისია, თუ მეორე მშობელი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა. 3. თუ არასრულწლოვან ლტოლვილზე ან დამატებითი დაცვის მქონე არასრულწლოვანზე შესაბამისად სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვანის დევნის ქვეყანაში ან მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რეალური რისკის შემცველ ქვეყანაში იმყოფება, ან არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო, მისი ინდივიდუალური შეფასება არ განხორციელებულა და შესაბამისი გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3390 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 12ივნისისკანონი№3701- ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 1დეკემბრის კანონი№51- ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისისკანონი №3101–ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №868 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №57 · ძალაშია 1 ოქტ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2016
20¹⁴ მუხლის მე-3 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ის სამგზავრო პასპორტის გაცემასაც მოიცავს, ხოლო მეორე კანონიერი წარმომადგენელი შეიძლება იმყოფებოდეს არა მხოლოდ დევნის ქვეყანაში, არამედ სერიოზული ზიანის საფრთხის შემცველ ქვეყანაშიც; სამინისტროს ცნობით ჩანაცვლების წესი დარჩა.
მე-3 პუნქტში „მარტოხელა დედის შვილობის“ საფუძველი შეიცვალა ფორმულირებით, რომ არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; დანარჩენი ცვლილებები სიტყვების მხოლობით რიცხვზე გადაყვანაა („გარემოების“, „დოკუმენტით“, „მის“).
· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
დაემატა 20¹⁴ მუხლი სამი პუნქტით: პასპორტის გაცემა 2015 წლის 1 აპრილამდე ქმედუუნაროდ ცნობილ და შეუფასებელ პირზე წარმომადგენლის თანხმობით, ერთი მშობლის თანხმობის საკმარისობა მეორე მშობლის ასეთი სტატუსისას და სამინისტროს ცნობა არასრულწლოვანი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონის სამგზავრო დოკუმენტისთვის.
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ