Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატერორიზმთან ბრძოლის შესახებმუხლი 1

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:სახელმწიფო და კონსტიტუციური დანაშაულებისხეულის დაზიანება და ცემამკვლელობა და სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტერორიზმი – ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა, მიმართული ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, კომუნიკაციების და სხვა მატერიალური ობიექტების განადგურება-დაზიანება ან მათი განადგურება-დაზიანების მუქარა იარაღის, ასაფეთქებელი მასალების, ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური თუ სხვა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერების გამოყენებით ან ადამიანის გატაცებითა თუ მძევლად აყვანით, რათა ხელისუფლება ანდა მისი რომელიმე ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაცია იძულებული გახდეს, განახორციელოს გარკვეული ქმედება ან თავი შეიკავოს გარკვეული ქმედების განხორციელებისაგან, რომელიც ტერორისტების მართლსაწინააღმდეგო ინტერესებში შედის; ბ) ტერორისტული აქტი – აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, ან ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარა; ბ 1 ) ტერორისტული მიზანი − მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება; გ) ტერორისტული საქმიანობა – საქმიანობა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით; დ) საერთაშორისო ტერორიზმი – ტერორისტული საქმიანობა, რომელიც განხორციელდა: დ.ა) ტერორისტების, ტერორისტული ჯგუფების ან ტერორისტული ორგანიზაციების მიერ სხვა სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ტერიტორიაზე (ტერიტორიებზე), ან თუ ზიანი მიადგა სხვა სახელმწიფოს (სახელმწიფოებს); დ.ბ) ერთი სახელმწიფოს მოქალაქეთა მიერ მეორე სახელმწიფოს მოქალაქეთა მიმართ; დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც როგორც ტერორისტი, ისე ტერორიზმის მსხვერპლი არიან ერთი ან სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები, მაგრამ ტერორისტული აქტი ჩადენილია ამ სახელმწიფოთა ტერიტორიების გარეთ; ე) ტერორისტი – პირი, რომელიც მონაწილეობს ტერორისტულ საქმიანობაში; ვ) ტერორისტული ჯგუფი – ორი ან მეტი პირის გაერთიანება ტერორისტული საქმიანობის (ტერორისტული აქტის) განხორციელების მიზნით; ზ) ტერორისტული ორგანიზაცია – ორგანიზაცია (მიუხედავად მისი ფორმისა), შექმნილი ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით. ორგანიზაცია შეიძლება ცნობილ იქნეს ტერორისტულ ორგანიზაციად, თუ ის არის დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებული ორზე მეტი პირის ორგანიზებული გაერთიანება. ორგანიზებულ გაერთიანებად ჩაითვლება გაერთიანება, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები გაერთიანების წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა; თ) მძევალი – ფიზიკური პირი, აყვანილი იმ მიზნით, რომ ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები ან სხვა პირები აიძულონ, განახორციელონ რაიმე ქმედება ან თავი შეიკავონ რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, აყვანილი პირის გათავისუფლების პირობით; ი) ტერორიზმთან ბრძოლა – საქმიანობა, რომელიც მიმართულია ტერორისტული საქმიანობის გამოვლენისაკენ, თავიდან აცილების, აღკვეთისა და მოსალოდნელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისაკენ; კ) კონტრტერორისტული ოპერაცია – სპეციალურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია ტერორისტული ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ, ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ, ტერორისტების გაუვნებლებისაკენ და ტერორისტული აქტის ან/და ტერორისტული მიზნით განხორციელებული სხვა დანაშაულის მოსალოდნელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისაკენ; ლ) უსაფრთხოების ზონა – ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების აქტიური და მასობრივი მოქმედების ზონა; მ) კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა – ადგილმდებარეობის ან აკვატორიის ცალკეული მონაკვეთები, სატრანსპო რტო საშუალება, შენობა-ნაგებობა, დაწესებულება და მათი მიმდებარე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ტარდება აღნიშნული ოპერაცია; ნ) რეჟიმი კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში – განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დამყარდეს დროებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების პერიოდში და რომელიც ითვალისწინებს ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტებისთვის კანონით განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც აუცილებელია მძევალთა განთავისუფლებისთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1640 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6955 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

რედაქციების შედარება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტერორიზმი – ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა, მიმართული ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, კომუნიკაციების და სხვა მატერიალური ობიექტების განადგურება-დაზიანება ან მათი განადგურება-დაზიანების მუქარა იარაღის, ასაფეთქებელი მასალების, ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური თუ სხვა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერების გამოყენებით ან ადამიანის გატაცებითა თუ მძევლად აყვანით, რათა ხელისუფლება ანდა მისი რომელიმე ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაცია იძულებული გახდეს, განახორციელოს გარკვეული ქმედება ან თავი შეიკავოს გარკვეული ქმედების განხორციელებისაგან, რომელიც ტერორისტების მართლსაწინააღმდეგო ინტერესებში შედის; ბ) ტერორისტული აქტი – აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, ან ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარა; ბ 1 ) ტერორისტული მიზანი − მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება; გ) ტერორისტული საქმიანობა – საქმიანობა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით; დ) საერთაშორისო ტერორიზმი – ტერორისტული საქმიანობა, რომელიც განხორციელდა: დ.ა) ტერორისტების, ტერორისტული ჯგუფების ან ტერორისტული ორგანიზაციების მიერ სხვა სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ტერიტორიაზე (ტერიტორიებზე), ან თუ ზიანი მიადგა სხვა სახელმწიფოს (სახელმწიფოებს); დ.ბ) ერთი სახელმწიფოს მოქალაქეთა მიერ მეორე სახელმწიფოს მოქალაქეთა მიმართ; დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც როგორც ტერორისტი, ისე ტერორიზმის მსხვერპლი არიან ერთი ან სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები, მაგრამ ტერორისტული აქტი ჩადენილია ამ სახელმწიფოთა ტერიტორიების გარეთ; ე) ტერორისტი – პირი, რომელიც მონაწილეობს ტერორისტულ საქმიანობაში; ვ) ტერორისტული ჯგუფი – ორი ან მეტი პირის გაერთიანება ტერორისტული საქმიანობის (ტერორისტული აქტის) განხორციელების მიზნით; ზ) ტერორისტული ორგანიზაცია – ორგანიზაცია (მიუხედავად მისი ფორმისა), შექმნილი ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით. ორგანიზაცია შეიძლება ცნობილ იქნეს ტერორისტულ ორგანიზაციად, თუ ის არის დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებული ორზე მეტი პირის ორგანიზებული გაერთიანება. ორგანიზებულ გაერთიანებად ჩაითვლება გაერთიანება, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები გაერთიანების წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა; თ) მძევალი – ფიზიკური პირი, აყვანილი იმ მიზნით, რომ ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები ან სხვა პირები აიძულონ, განახორციელონ რაიმე ქმედება ან თავი შეიკავონ რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, აყვანილი პირის გათავისუფლების პირობით; ი) ტერორიზმთან ბრძოლა – საქმიანობა, რომელიც მიმართულია ტერორისტული საქმიანობის გამოვლენისაკენ, თავიდან აცილების, აღკვეთისა და მოსალოდნელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისაკენ; კ) კონტრტერორისტული ოპერაცია – სპეციალურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია ტერორისტული ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ, ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ, ტერორისტების გაუვნებლებისაკენ და ტერორისტული აქტის ან/და ტერორისტული მიზნით განხორციელებული სხვა დანაშაულის მოსალოდნელი შედეგების მინიმუმამდე შემცირებისაკენ; ლ) უსაფრთხოების ზონა – ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების აქტიური და მასობრივი მოქმედების ზონა; მ) კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა – ადგილმდებარეობის ან აკვატორიის ცალკეული მონაკვეთები, სატრანსპო რტოსატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა, დაწესებულება და მათი მიმდებარე სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ტარდება აღნიშნული ოპერაცია; ნ) რეჟიმი კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში – განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დამყარდეს დროებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების პერიოდში და რომელიც ითვალისწინებს ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტებისთვისსუბიექტებისათვის კანონით განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც აუცილებელია მძევალთა განთავისუფლებისთვის,განთავისუფლებისათვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის,უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტისადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.ფუნქციონირებისათვის. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1640 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6955 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში (მუხლი 111)6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მუქარა (მუხლი 151) - ადვოკატი საქართველოში6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დივერსია (მუხლი 318) - დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტერორიზმის დაფინანსება (მუხლი 324) - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 323ტერორისტული აქტი
  • 323²საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა

პოლიციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 3ტერმინთა განმარტება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 15ტერმინთა განმარტება

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

იარაღის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2323323²34231522331
მნიშვნელობით ახლოსქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს სისხლის სა…პოლიციის შესახებკონტრდაზვერვითი საქმია…სამოქალაქო უსაფრთხოები…ტექნიკური საფრთხის კონ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025