ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 8 (დანართი 1). ხელშეკრულების შეწყვეტა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

8.1. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

8.1.1. ხელშეკრულების ვადის გასვლა.

8.1.2. ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმება.

8.1.3. შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტა, ხოლო ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყება.

8.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება.

8.1.5. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

8.1.6. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.

8.1.7. მძიმე დისციპლინური გადაცდომის განზრახ ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა.

8.1.8. სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნა.

8.1.9. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისთვის თავის არიდება.

8.1.10. გარდაცვალება.

8.1.11. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივა.

8.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე მისი ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მისი ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შეწყვეტის თაობაზე 1 თვით ადრე ან უფრო გვიან, მაგრამ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით მეორე მხარისთვის 1 თვით ადრე შეტყობინების ფარგლებში წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.  თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური  თანამდებობის პირის ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო  იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, მეორე მხარისთვის 1 თვეზე უფრო გვიანდელი შეტყობინების ფარგლებში წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №482 – ვებგვერდი, 31.12.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 24.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 24 თებ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 მაი. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²³114756821085 (და…1 (და…6 (და…5230298 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საქართველოს შრომის კოდ…ადმინისტრაციული ხელშეკ…ადგილობრივი თვითმმართვ…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა