1.სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან.
2.სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:
ა) სამხედრო მოსამსახურის შვებულება;
ბ) სამხედრო მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა;
გ) სამხედრო მოსამსახურის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის არჩევნებში კანდიდატად წამოყენება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) სამხედრო მოსამსახურის, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსება წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, თუ მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამასთანავე, სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულება შესაბამისი მომსახურების გამწევ ორგანიზაციას ეკისრება;
ე) სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მისთვის საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება;
ვ) მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ზ) სამხედრო მოსამსახურის ფულადი და კვების კმაყოფიდან მოხსნა;
თ) მინისტრის მიერ დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის სამსახურიდან გათავისუფლებაა გათვალისწინებული;
ი) სამხედრო მოსამსახურის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ფსიქოაქტიური ნივთიერების (საშუალების) მოხმარების ფაქტის დადგენა ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა − საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
კ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა;
ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების პერიოდში წარმოიშვა სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი;
მ) სამხედრო მოსამსახურის მიერ საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა.
3.სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ამ კოდექსის 81-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) და „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, კვება ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია, სანივთე ქონების მიღების უფლება, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების შენარჩუნების საკითხი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
4.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან.2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:ა) სამხედრო მოსამსახურის შვებულება;ბ) სამხედრო მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა;გ) სამხედრო მოსამსახურის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს ან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის არჩევნებში კანდიდატად წამოყენება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;დ) სამხედრო მოსამსახურის, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსება წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, თუ მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამასთანავე, სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულება შესაბამისი მომსახურების გამწევ ორგანიზაციას ეკისრება;ე) სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მისთვის საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება;ვ) მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;ზ) სამხედრო მოსამსახურის ფულადი და კვების კმაყოფიდან მოხსნა;თ) მინისტრის მიერ დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის თანამდებობიდან ჩამოშორების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის სამსახურიდან გათავისუფლებაა გათვალისწინებული;ი) სამხედრო მოსამსახურის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ფსიქოაქტიური ნივთიერების (საშუალების) მოხმარების ფაქტის დადგენა ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა − საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;კ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა;ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების პერიოდში წარმოიშვა სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი;მ) სამხედრო მოსამსახურის მიერ საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაშიარსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა.3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ამ კოდექსის 81-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) და „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, კვება ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია, სანივთე ქონების მიღების უფლება, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების შენარჩუნების საკითხი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან.საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტში ტერმინი „დათხოვნა“ „გათავისუფლებით“ შეიცვალა და დაემატა „მ“ ქვეპუნქტი; მე-3 ნაწილით ამ შემთხვევაში ანაზღაურებას მინისტრის აქტი განსაზღვრავს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაჯარო სამსახურის შესა…ადმინისტრაციული ხელშეკ…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს შრომის კოდ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა