სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ: ა) შესაბამისი პირობების შექმნას დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში ნებაყოფლობით, ღირსეულად და უსაფრთხოდ განსახლებისა და ცხოვრების დაწყების პროცესის განხორციელებისათვის; ბ) შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლების შემთხვევაში მის ინტეგრაციას, რათა შეიქმნას დევნილის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, დევნილებმა შეუზღუდავად და თანაბრად მიიღონ მონაწილეობა სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებში და ისარგებლონ სოციალური მომსახურებით; გ) დევნილის ჩართულობას ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ
მუხლი 17. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისა და ინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 13 მაი. 2014 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

