Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 9

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 9. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:დროებითი ვიზებისამუშაო ნებართვებისპეციალური კატეგორიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს აკმაყოფილებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას უცხოელი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.

2.D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლევის ჩასატარებლად მომავალ პირებს და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებს, თუ ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ ითვალისწინებს ამ პირების საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას. [ 1. საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის, D5 კატეგორიისა და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს აკმაყოფილებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას უცხოელი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.

2.D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩასატარებლად მომავალ/მყოფ სრულწლოვან პირს და საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ/მყოფ პირს, თუ აღნიშნული ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ ითვალისწინებს ამ პირების საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას.

2¹.D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/მყოფ არასრულწლოვან პირს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე და საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/მყოფ პირს მის მიერ სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე. თუ სასწავლებლად მომავალი/მყოფი D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მფლობელი უცხოელი არასრულწლოვანია, ამ კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ აგრეთვე მის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს და არასრულწლოვან და-ძმას უცხოელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 3. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. [ 3. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის, D5 კატეგორიისა და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 4. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

4¹.D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე.

4².უცხოელს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სავიზო განაცხადი წარადგინა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. აღნიშნული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. ამ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. [ 4 1 . D3 კატეგორიის, D5 კატეგორიისა და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შეიძლება დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტს გადაეცეს.

4².უცხოელს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 და 2 1 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სავიზო განაცხადი წარადგინა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. აღნიშნული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. ამ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 5. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის განხილვისას გამოიყენება ამ კანონის II და III თავების დებულებები. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს აკმაყოფილებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას უცხოელი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. 2. D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლევის ჩასატარებლად მომავალ პირებს და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებს, თუ ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ ითვალისწინებს ამ პირების საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას. [ 1. საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის, D5 კატეგორიისა და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს აკმაყოფილებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას უცხოელი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. 2. D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩასატარებლად მომავალ/მყოფ სრულწლოვან პირს და საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ/მყოფ პირს, თუ აღნიშნული ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ ითვალისწინებს ამ პირების საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას. 2 1 . D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/მყოფ არასრულწლოვან პირს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე და საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/მყოფ პირს მის მიერ სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე. თუ სასწავლებლად მომავალი/მყოფი D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მფლობელი უცხოელი არასრულწლოვანია, ამ კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ აგრეთვე მის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს და არასრულწლოვან და-ძმას უცხოელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 3. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. [ 3. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის, D5 კატეგორიისა და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 4. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 4 1 . D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. 4 2 . უცხოელს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სავიზო განაცხადი წარადგინა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. აღნიშნული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. ამ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. [ 4 1 . D3 კატეგორიის, D5 კატეგორიისა და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შეიძლება დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტს გადაეცეს. 4 2 . უცხოელს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 და 2 1 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სავიზო განაცხადი წარადგინა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. აღნიშნული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. ამ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 5. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის განხილვისას გამოიყენება ამ კანონის II და III თავების დებულებები. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
რედაქციების შედარება

1. საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ იგი შესაბამისი ვიზის გაცემის პირობებს აკმაყოფილებს. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას უცხოელი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. 2. D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლევის ჩასატარებლად მომავალ პირებს და საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებს, თუ ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ ითვალისწინებს ამ პირების საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას. 3. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 4. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 4 1 . D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო. სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. 4 2 . უცხოელს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სავიზო განაცხადი წარადგინა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან.ვალდებულებისგან. აღნიშნული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. ამ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. 5. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის განხილვისას გამოიყენება ამ კანონის II და III თავების დებულებები. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  3. 15 მაი. 2015
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნეს ვიზა (C/D კატეგორია)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვიზის განაცხადები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოკლევადიანი ვიზის გაგრძელება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სავიზო ვადის გადაცილება და რეგულირება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №23

3
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
5
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 4მუხლი 8მუხლი 70

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 6საქართველოს ვიზის გაცემის ზოგადი პირობები
  • 7საქართველოს ვიზის კატეგორიები
  • 8საქართველოს ვიზის მიღებისათვის საჭირო პროცედურები

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 19საქართველოს ვიზის გაცემა

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 13⁷შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტა
  • 13⁵შრომითი საქმიანობის უფლების გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები
  • 13⁸საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად განცხადების განმეორებით წარდგენა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 82საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

  • 13დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი
  • 11უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის უფლებები

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 29„დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³⁵სასამართლოსთვის მიმართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁵2913111984706713⁷13⁵13⁸829
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საკონსულო საქმიანობის …შრომითი მიგრაციის შესა…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოეთში მცხოვრები თან…დიპლომატიური სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026