Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 54

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 54. უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სამუშაო ნებართვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234578910111314

1.უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საქართველოში მყოფ უცხოელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში, კონკრეტული საქმის სათანადო გარემოებების გათვალისწინებით, მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განესაზღვრება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების გონივრული ვადა − 7 კალენდარული დღიდან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო.

2.უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელთან გასაუბრების ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადით სარგებლობის უფლებას.

3.უცხოელის მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მას საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს შემდეგი ვალდებულება: ა) კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) შეიტანოს სულ მცირე 3 000 ლარის ოდენობის გირაო; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივ ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც მიუთითა მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას; ე) შესაბამის საცხოვრებელ ადგილზე 2 დღეზე მეტი ხნით არყოფნის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს; ვ) გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გარემოებების გასარკვევად ან/და კონსულტაციისთვის.

4.უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხოელს შეიძლება დაეკისროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთზე მეტი ვალდებულება.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელზე გაიცემა მისი სამგზავრო დოკუმენტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის ჩაბარების შესახებ ცნობა. [ 5. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მას ჩააბაროს თავისი სამგზავრო დოკუმენტი. უცხოელზე გაიცემა მისი სამგზავრო დოკუმენტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის ჩაბარების შესახებ ცნობა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 6. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელმა სამგზავრო დოკუმენტი გადამალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს, უცხოელის საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით, სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად შეამოწმოს აღნიშნული საცხოვრებელი ადგილი.

7.უცხოელისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს, შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით შეამოწმოს, ცხოვრობს თუ არა უცხოელი მის მიერ მითითებულ საცხოვრებელ ადგილზე.

8.ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად უცხოელის საცხოვრებელი ადგილის შემოწმებაზე უცხოელის მიერ უარის თქმა არის ამ კანონის 51 1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა (დარღვევა).

9.უცხოელს შეიძლება არ განესაზღვროს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა ან განესაზღვროს 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადა, თუ: ა) არსებობს მისი მიმალვის საფრთხე; ბ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; გ) მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ან საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის დაუსაბუთებლობის გამო უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე; დ) მან ბინადრობის მოწმობის გაცემის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმის წარმოების ეტაპზე მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ ყალბი ინფორმაცია ან გაყალბებული დოკუმენტები წარადგინა; ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია იმ უცხოელის მიმართ, რომელიც დაკავებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო და რომელსაც არ მოუპოვებია საქართველოში ყოფნის ნებართვა ან არ მიუღია საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება; [ ე) განიხილება იმ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ვ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ მან განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; თ) იგი ამ კანონის 51 1 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან.

10.უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა შეიძლება შემცირდეს ან/და ამ ვადის გასვლამდე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, თუ: ა) არსებობს უცხოელის მიმალვის საფრთხე; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ბ.ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; ბ.ბ) უცხოელმა განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; ბ.გ) უცხოელი ამ კანონის 51 1 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან.

11.უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით მისი საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილება. [ 11. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 12. თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო გამოიყენება საქართველოდან მის გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.

13.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში უცხოელი არ თავისუფლდება საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის მისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან.

14.ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს. [ 14. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს შესაბამის მტკიცებულებებს წარუდგენს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საქართველოში მყოფ უცხოელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში, კონკრეტული საქმის სათანადო გარემოებების გათვალისწინებით, მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განესაზღვრება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების გონივრული ვადა − 7 კალენდარული დღიდან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელთან გასაუბრების ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადით სარგებლობის უფლებას. 3. უცხოელის მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მას საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს შემდეგი ვალდებულება: ა) კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) შეიტანოს სულ მცირე 3 000 ლარის ოდენობის გირაო; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივ ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც მიუთითა მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას; ე) შესაბამის საცხოვრებელ ადგილზე 2 დღეზე მეტი ხნით არყოფნის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს; ვ) გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გარემოებების გასარკვევად ან/და კონსულტაციისთვის. 4. უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხოელს შეიძლება დაეკისროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთზე მეტი ვალდებულება. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელზე გაიცემა მისი სამგზავრო დოკუმენტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის ჩაბარების შესახებ ცნობა. [ 5. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მას ჩააბაროს თავისი სამგზავრო დოკუმენტი. უცხოელზე გაიცემა მისი სამგზავრო დოკუმენტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის ჩაბარების შესახებ ცნობა. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 6. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელმა სამგზავრო დოკუმენტი გადამალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს, უცხოელის საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით, სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად შეამოწმოს აღნიშნული საცხოვრებელი ადგილი. 7. უცხოელისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს, შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით შეამოწმოს, ცხოვრობს თუ არა უცხოელი მის მიერ მითითებულ საცხოვრებელ ადგილზე. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად უცხოელის საცხოვრებელი ადგილის შემოწმებაზე უცხოელის მიერ უარის თქმა არის ამ კანონის 51 1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა (დარღვევა). 9. უცხოელს შეიძლება არ განესაზღვროს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა ან განესაზღვროს 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადა, თუ: ა) არსებობს მისი მიმალვის საფრთხე; ბ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; გ) მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ან საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის დაუსაბუთებლობის გამო უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე; დ) მან ბინადრობის მოწმობის გაცემის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმის წარმოების ეტაპზე მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ ყალბი ინფორმაცია ან გაყალბებული დოკუმენტები წარადგინა; ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია იმ უცხოელის მიმართ, რომელიც დაკავებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო და რომელსაც არ მოუპოვებია საქართველოში ყოფნის ნებართვა ან არ მიუღია საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება; [ ე) განიხილება იმ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხი, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ვ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ მან განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; თ) იგი ამ კანონის 51 1 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან. 10. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა შეიძლება შემცირდეს ან/და ამ ვადის გასვლამდე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, თუ: ა) არსებობს უცხოელის მიმალვის საფრთხე; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ბ.ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; ბ.ბ) უცხოელმა განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; ბ.გ) უცხოელი ამ კანონის 51 1 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან. 11. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით მისი საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილება. [ 11. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 12. თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო გამოიყენება საქართველოდან მის გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. 13. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში უცხოელი არ თავისუფლდება საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის მისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. 14. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს. [ 14. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს შესაბამის მტკიცებულებებს წარუდგენს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
რედაქციების შედარება

1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საქართველოში მყოფ უცხოელს საქართველოდანმისი გაძევებისმოთხოვნის თაობაზეშემთხვევაში, გადაწყვეტილებითკონკრეტული ეძლევასაქმის უცხოელისსათანადო გარემოებების გათვალისწინებით, მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისშესახებ უფლებამოსილებისგადაწყვეტილებით მქონეგანესაზღვრება ორგანოსსაქართველოს მიერნებაყოფლობით განსაზღვრულიდატოვების გონივრული ვადა –− 10-დან7 კალენდარული დღიდან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელთან გასაუბრების ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადით სარგებლობის უფლებას. 3. უცხოელის მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მას საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს შემდეგი ვალდებულება: ა) კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) შეიტანოს სულ მცირე 3 000 ლარის ოდენობის გირაო; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივ ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც მიუთითა მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას; ე) შესაბამის საცხოვრებელ ადგილზე 2 დღეზე მეტი ხნით არყოფნის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს; ვ) გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გარემოებების გასარკვევად ან/და კონსულტაციისთვის. 4. უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხოელს შეიძლება დაეკისროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთზე მეტი ვალდებულება. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელზე გაიცემა მისი სამგზავრო დოკუმენტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის ჩაბარების შესახებ ცნობა. 6. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელმა სამგზავრო დოკუმენტი გადამალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს, უცხოელის საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით, სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად შეამოწმოს აღნიშნული საცხოვრებელი ადგილი. 7. უცხოელისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს, შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით შეამოწმოს, ცხოვრობს თუ არა უცხოელი მის მიერ მითითებულ საცხოვრებელ ადგილზე. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად უცხოელის საცხოვრებელი ადგილის შემოწმებაზე უცხოელის მიერ უარის თქმა არის ამ კანონის 51 1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა (დარღვევა). 9. უცხოელს შეიძლება არ განესაზღვროს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა ან განესაზღვროს 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადა, თუ: ა) არსებობს მისი მიმალვის საფრთხე; ბ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; გ) მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ან საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის დაუსაბუთებლობის გამო უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე; დ) მან ბინადრობის მოწმობის გაცემის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმის წარმოების ეტაპზე მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ ყალბი ინფორმაცია ან გაყალბებული დოკუმენტები წარადგინა; ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია იმ უცხოელის მიმართ, რომელიც დაკავებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო და რომელსაც არ მოუპოვებია საქართველოში ყოფნის ნებართვა ან არ მიუღია საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება; ვ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ მან განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; თ) იგი ამ კანონის 51 1 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან. 10. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა შეიძლება შემცირდეს ან/და ამ ვადის გასვლამდე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, თუ: ა) არსებობს უცხოელის მიმალვის საფრთხე; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ბ.ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; ბ.ბ) უცხოელმა განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; ბ.გ) უცხოელი ამ კანონის 51 1 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან. 11. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით მისი საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილება. 12. თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო გამოიყენება საქართველოდან მის გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. 13. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში უცხოელსუცხოელი დაეკისრებაარ თავისუფლდება საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის მისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა.ჯარიმის 3.გადახდის ვალდებულებისგან. 14. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
წინა მუხლი 53³შემდეგი მუხლი 54¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შრომითი ბინადრობის ვადის გაგრძელება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №23

7
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
5
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 51მუხლი 51¹

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 21⁸⁴საქართველოს ადმინი… 21¹²³მუხლი 54¹მუხლი 63მუხლი 21მუხლი 51¹მუხლი 56

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 57უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა
  • 47უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები
  • 51¹უცხოელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობის ვალდებულება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²²უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი
  • 21¹²³უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების თაობაზე ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის წესი
  • 21¹²⁴უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 31¹უცხოელის საქართველოდან გაძევება
  • 307¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 47²უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
  • 380¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 73¹უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²380¹21¹²³21⁸⁴21¹²²31¹51¹5154¹632156574773¹54
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026