საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

მუხლი 17. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლიამორის გიგაური

1.საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა)  სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე  წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელების ფაქტის დადასტურების მიზნით საქმის განმხილველი ორგანო გამოითხოვს ინფორმაციას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსგან. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №3627 – ვებგვერდი, 21.11.2023წ.

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-675(კ-2024)2024-02-2628ადმინისტრაციული
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხზე უარყოფითი დასკვნის ბათილად ცნობა და დადებითი დასკვნის გამოცემის დავალება

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარყოფით დასკვნას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხზე. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ უარყოფითი დასკვნა არ ასახელებდა უარის კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო მოქალაქეობაზე უარი საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებასა და თანაზომიერების დაცვას მოითხოვდა. სასამართლოს შეფასებით, დადგენილი გარემოებები სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისთვის საკმარისი იყო და საკითხის ხელახლა განხილვა მართლმსაჯულებას ხელოვნურად გააჭიანურებდა. სასამართლომ ბათილად ცნო უარყოფითი დასკვნა და სააგენტოს დადებითი დასკვნის გამოცემა დაავალა; მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს.

  • №ას-1521-20232024-01-3131სამოქალაქო
    დაუშვებლობა (T5)

    ვის ეკისრება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცება?

    დავა შეეხებოდა დასაქმებულის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრძანება ბათილად ცნო და დასაქმებულს კომპენსაცია მიაკუთვნა, ხოლო აღდგენისა და განაცდურის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა; სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შემოწმებისას განმარტა, რომ გათავისუფლების მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცება დამსაქმებელს ეკისრება და გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა. სასამართლომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებლად ცნო და არსებითად განუხილველად დატოვა.

  • №ბს-1054(კ-2023)2024-09-1944ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარყოფითი დასკვნების ბათილად ცნობა და საკითხის ხელახალი განხილვისა და დისტანციური გასაუბრების დავალება

    მოსარჩელეები ითხოვდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარყოფითი დასკვნების ბათილად ცნობას, მოქალაქეობის საკითხის ხელახლა განხილვას და დისტანციური გასაუბრების დანიშვნას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებელი ირჩევს ცოდნის შემოწმების ფორმას, თუმცა ელექტრონული გასაუბრების ჩატარება სააგენტოს უპირობო ვალდებულება არ არის. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეში დისკრეციული უფლებამოსილების დარღვევა არ დადასტურდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

  • №ბს-615(კ-2023)2023-10-1031ადმინისტრაციული
    დაუშვებლობა (T5)

    მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ უარყოფითი დასკვნის ბათილობა და დადებითი დასკვნის გამოცემის დავალება

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარყოფითი დასკვნის ბათილობას და მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნის გამოცემის დავალებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უსაფრთხოების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია შესაძლოა უარისთვის საკმარისი იყოს, ხოლო საფრთხის აბსტრაქტული ფორმულირება დამატებით გამოკვლევას საჭიროებდეს. სასამართლომ საიდუმლო მასალების გაცნობის შემდეგ გაიზიარა სადავო აქტის კანონიერების შეფასება. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 მაი. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 21 ნოე. 2023

    17 მუხლის მე-4 პუნქტში „ფიზიკური ნაკლი“ შეიცვალა მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევით, ხოლო „მოთხოვნა“ მრავლობით რიცხვში ჩამოყალიბდა.

  2. 17-ე მუხლი დაიყო პუნქტებად: პირველში დარჩა პრეზიდენტის უფლებამოსილება, ხოლო 2–5 პუნქტებით დაემატა სახელმწიფო ინტერესის კრიტერიუმები, ენისა და ისტორიის ცოდნის მოთხოვნა, ფიზიკური ნაკლის გამონაკლისი და ინვესტიციის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ხათუნა მაღლაკელიძე

ხათუნა მაღლაკელიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია გადრანი

თათია გადრანი

იურისტი, სამართლის მაგისტრი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9732335272322241518741717
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს კონსტიტუცი…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…საქართველოს სახელმწიფო…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა