„ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის
მუხლი 20. პროფესიული ასოციაციები
1. პროფესიული ასოციაციები ხელს უწყობენ კონკრეტული პროფესიების განვითარებას.
2. პროფესიული ასოციაციები: ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის დამატების, ცვლილების და პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოდან კვალიფიკაციის ამოღების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; ბ) (ამოღებულია); გ) პროფესიული სტანდარტის შესახებ შეიმუშავებენ წინადადებებს და წარუდგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს; დ) (ამოღებულია); ე) ხელს უწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, აგრეთვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთკავშირს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში ატარებენ შესაბამის პროფესიაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდას; ზ) (ამოღებულია); თ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3027 – ვებგვერდი, 11 .07.2018წ.
