სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 3 (დანართი 1). კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 8 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი მთავარი კრიტერიუმებია: ა) საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესი; ბ) ბირთვული, მასობრივი განადგურებისა და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. შენიშვნა: რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს სანქციების/ემბარგოს დაწესების შესახებ, ბირთვული, მასობრივი განადგურებისა და სხვა სახის (მათ შორის, ბიოლოგიური, ტოქსიკური, ქიმიური, ბალისტიკური) იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.

2.კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმებია: ა)  საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, ასევე ამ ქვეყნის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დაცვა; შენიშვნა: რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ პროდუქცია გამოყენებული (მათ შორის, შიდა უსაფრთხოების მიზნით) იქნება ქვეყნის შიგნით რეპრესიების (მათ შორის: წამება და სხვა სასტიკი, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა, სიკვდილით დასჯა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ადამიანის გაუჩინარება, თვითნებური დაპატიმრება, საერთაშორისო აქტებით აღიარებული ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური ძირითადი უფლებების დარღვევა) მოსაწყობად ან/და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის მიზნით. პროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, რეკომენდაციის/ გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გაეროსა და ევროსაბჭოს ოფიციალურ დასკვნებს მიმღებ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი დარღვევების თაობაზე; ბ) საბოლოო დანიშნულების ქვეყნის შიდა მდგომარეობა დაძაბულობისა და შეიარაღებული კონფლიქტების მხრივ; შენიშვნა: რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ პროდუქციამ საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის პროვოცირება ან მათი გაგრძელება ან არსებული დაძაბულობის ან კონფლიქტის გაუარესება; გ) რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება; შენიშვნა: რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ მიმღები პროდუქციას გამოიყენებს აგრესიული მიზნით სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ან ძალის გამოყენებით დაიკმაყოფილებს ტერიტორიულ პრეტენზიას ან არსებობს რეგიონის სტაბილურობაზე უარყოფითად მოქმედების წინაპირობა; დ) მყიდველი ქვეყნის დამოკიდებულება ტერორიზმისადმი, მისი მოკავშირეები და მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის მდგომარეობა; შენიშვნა: შესაძლო შედეგის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მყიდველი ქვეყნის მიერ: ა) ტერორიზმის ან საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის მხარდაჭერა ან წახალისება; ბ) ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებული ვალდებულებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვა; გ) ბირთვული, მასობრივი განადგურებისა და სხვა სახის (მათ შორის, ბიოლოგიური, ტოქსიკური, ქიმიური, ბალისტიკური) იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებსა და იარაღზე კონტროლისა და განიარაღების სხვა საკითხებზე ვალდებულებების შესრულება, მათზე ხელმოწერისა და რატიფიცირების ფაქტორი; დ) ქვეყნის შიგნით ან სხვა ქვეყანაში პროდუქციის არასასურველ პირობებში, მიმღებთან ან არასასურველი საბოლოო გამოყენებისათვის გადაცემის რისკი; შენიშვნა: შესაძლო შედეგის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) მიმღები ქვეყნის თავდაცვითი და შიდა უსაფრთხოების კანონიერი ინტერესი, მათ შორის, გაეროსა და სხვა სამშვიდობო ღონისძიებებში ჩართულობა; ბ) მიმღები ქვეყნის მიერ ამგვარი პროდუქციით სარგებლობის ტექნიკური შესაძლებლობა; გ) მიმღები ქვეყნის მიერ ეფექტიანი საექსპორტო კონტროლის გამოყენების შესაძლებლობა; დ) პროდუქციის არასასურველ ადგილზე რეექსპორტის რისკი, კერძოდ, თუ როგორ იცავს მიმღები ქვეყანა რეექსპორტთან დაკავშირებულ ან მიმწოდებელთან შეთანხმებულ დებულებებს; ე) პროდუქციის ტერორისტულ ორგანიზაციაზე ან ტერორისტზე გადაცემის რისკი; ვ) პროდუქციის შესაბამისობა მიმღები ქვეყნის ტექნიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებთან; შენიშვნა: შესაძლო შედეგის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად აკმაყოფილებს მიმღები ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის კანონიერ საჭიროებებს შეიარაღების, საკუთარი ადამიანური და ეკონომიკური რესურსების კუთხით. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 09.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 10 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 17 მარ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29¹2840656⁶211136 (და…2 (და…32 (დ…41633 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო და ორმაგი დან…სამხედრო და ორმაგი დან…რადიაციული დაცვის, ბირ…ფულის გათეთრებისა და ტ…სისხლის სამართლის სფერ…იარაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა