Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებმუხლი 41

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 41. გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების აღსრულება

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹56789

1.გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილება (პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანა ან ამ სიიდან ამოღება ან პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება) პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს გაეროს სანქციების კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

2.სამთავრობო კომისია ვალდებულია შესაბამისი პირისთვის შეუტყობინებლად, დაუყოვნებლივ განიხილოს საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიმართვა ამ პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

3.სამთავრობო კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე, კონკრეტული და დეტალური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გონივრული საფუძვლის სტანდარტით განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა შესაბამისი პირი გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას: ა) ამ პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული სანქციების გამოყენების თაობაზე; ბ) საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს შესაბამისი მიმართვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

4.ამ თავით გათვალისწინებული ქონება მოიცავს ყველა ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს და მათგან მიღებულ შემოსავალს, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს: ა) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირი ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ბ) პირი, რომელიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირი, რომელიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სასარგებლოდ ან მისი ინსტრუქციის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს ნებისმიერ სარგებელს.

4¹.სამთავრობო კომისია ამ თავით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს.

5.სამთავრობო კომისია უფლებამოსილია ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის ან შეიარაღების, სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციისა და მათი სათადარიგო ნაწილების დაუფლების აღკვეთის მიზნით. სამთავრობო კომისიის აღნიშნული მიმართვა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.

6.სამთავრობო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოქმედი იმ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაწესებული საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებულ განცხადებებს.

7.ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე სანქციადაკისრებული პირისთვის დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე არ გახადოს ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები ან სხვა ქონება. სანქციადაკისრებული პირისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ ხელმისაწვდომი არ უნდა გახდეს ფულადი სახსრები ან სხვა აქტივები, ეკონომიკური რესურსი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს ეს პირი ან მისი სახელით ან დავალებით მოქმედი პირი, გარდა გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციით დაწესებული გამონაკლისისა, აგრეთვე ფინანსური მომსახურება და სხვა, მასთან დაკავშირებული მომსახურება.

8.ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით აცნობებს სამსახურს.

9.ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი ვალდებულია სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე მიაწოდოს მას დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სამსახურის მიერ ამ კანონის 35-ე მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №425 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3766 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილება (პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანა ან ამ სიიდან ამოღება ან პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება) პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს გაეროს სანქციების კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 2. სამთავრობო კომისია ვალდებულია შესაბამისი პირისთვის შეუტყობინებლად, დაუყოვნებლივ განიხილოს საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიმართვა ამ პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. 3. სამთავრობო კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე, კონკრეტული და დეტალური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გონივრული საფუძვლის სტანდარტით განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა შესაბამისი პირი გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრულ სათანადო პირობებს, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას: ა) ამ პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციით განსაზღვრული სანქციების გამოყენების თაობაზე; ბ) საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს შესაბამისი მიმართვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. 4. ამ თავით გათვალისწინებული ქონება მოიცავს ყველა ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს და მათგან მიღებულ შემოსავალს, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს: ა) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირი ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ბ) პირი, რომელიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირი, რომელიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სასარგებლოდ ან მისი ინსტრუქციის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს ნებისმიერ სარგებელს. 4 1 . სამთავრობო კომისია ამ თავით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს. 5. სამთავრობო კომისია უფლებამოსილია ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს მიმართვა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის ან შეიარაღების, სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციისა და მათი სათადარიგო ნაწილების დაუფლების აღკვეთის მიზნით. სამთავრობო კომისიის აღნიშნული მიმართვა დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. 6. სამთავრობო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მოქმედი იმ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით დადგენილი წესით განიხილავს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაწესებული საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებულ განცხადებებს. 7. ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე სანქციადაკისრებული პირისთვის დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე არ გახადოს ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები ან სხვა ქონება. სანქციადაკისრებული პირისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ ხელმისაწვდომი არ უნდა გახდეს ფულადი სახსრები ან სხვა აქტივები, ეკონომიკური რესურსი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, განკარგავს ან აკონტროლებს ეს პირი ან მისი სახელით ან დავალებით მოქმედი პირი, გარდა გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციით დაწესებული გამონაკლისისა, აგრეთვე ფინანსური მომსახურება და სხვა, მასთან დაკავშირებული მომსახურება. 8. ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით აცნობებს სამსახურს. 9. ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი ვალდებულია სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე მიაწოდოს მას დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სამსახურის მიერ ამ კანონის 35-ე მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №425 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3766 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 28 ნოე. 2025
  2. 19 დეკ. 2023
  3. 13 აპრ. 2021
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 42

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №14

  • 3 ცვლილება · ბოლო 28 ნოე. 2025
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

სააღსრულებო წარმოე… 2¹მუხლი 1მუხლი 10მუხლი 42მუხლი 43¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 43გაეროს სანქციების კომიტეტისთვის ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის წარდგენა
  • 1კანონის მიზანი და გამოყენების სფერო
  • 40სამთავრობო კომისია და სამუშაო ჯგუფი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 91¹ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღის მოხსნის ან ამ პირის პირადი მონაცემების ცვლილების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიმართვის აღსრულება

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 13¹გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია
  • 13²კომისიისა და სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 16

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 82საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 52დარღვევები და სანქციები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 30დარღვევები და სანქციები

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 3 (დანართი 1)კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 23პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3013¹13²2¹91¹163 (და…1104243¹4340825241
მითითებამნიშვნელობით ახლოსფულის გათეთრებისა და ტ…სააღსრულებო წარმოებათა…უკანონო შემოსავლის ლეგ…სამხედრო და ორმაგი დან…საინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026