Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 36

საზღვაო კოდექსი

მუხლი 36

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:გემის რეგისტრაციასაზღვაო უსაფრთხოებადაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.გემის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა ) გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა; ბ) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა; გ) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ; დ) ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.

2.გემის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლებია: ა) (ამოღებულია - 31.05.2023, №3043); ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის გადაუხდელობა; გ) რეგისტრირებული გემთმფლობელის სათანადო წერილობითი განცხადების არსებობა; დ) გემის მდგომარეობის საზღვაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა; ე) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა; ვ) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ; ზ) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა; თ) რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის გასვლამდე გემთმფლობელი არ მოითხოვს რეგისტრაციის მოწმობის განახლებას ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ან რეგისტრაციის მოწმობის დამოწმებას იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად; ი) გემის ტექნიკური ზედამხედველობის შეჩერების ან მოხსნის თაობაზე აღიარებული ორგანიზაციის გადაწყვეტილების არსებობა.

3.გემის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლებია: ა) გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნა; ბ) გემის ჩამოწერა; გ) გემის შემდგომი ექსპლუატაციისა და შეკეთებისათვის უვარგისად ცნობა; დ) გემის დაღუპვა; ე) ბერბოუტ-ჩარტერის ვადის გასვლა ( ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის შემთხვევაში) ; ვ) გემის მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნა; ზ) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა.

4.გემის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) რეგისტრაციის შემდეგ გემის მიერ ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვა ან მისი სხვაგვარად განადგურება, მათ შორის, ხანძრის ან ჩაძირვის შედეგად; ბ) გემის მდგომარეობის ამ კოდექსის დებულებებთან ან / და გემის რეგისტრაციის პირობებთან შეუსაბამობა; გ) გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების, ნაოსნობის უშიშროების და ზღვის გარემოს დაცვის სტანდარტებთან შეუსაბამობა; დ) გემის სხვა სახელმწიფოს ნავსადგურში დაკავება. 4​ 1 . შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველია: ა) რეგისტრაციის შემდეგ გემის მიერ ნაოსნობაუნარიანობის დაკარგვა ან მისი სხვაგვარად განადგურება, მათ შორის, ხანძრის ან ჩაძირვის შედეგად; ბ) გემის მდგომარეობის ამ კოდექსის დებულებებთან, გემის რეგისტრაციის პირობებთან ან/და უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა.

5.ამ მუხლის მე-3, მე-4 ან 4 1 ​ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემთმფლობელი ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ.

6.ამ მუხლის მე-3, მე-4 ან 4​ 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება მთავარი რეგისტრატორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

7.გემის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოში განცხადების წარდგენის შემთხვევაში ან შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მთავარ რეგისტრატორს უფლება აქვს, უარი თქვას გემის რეგისტრაციიდან მოხსნაზე /რეგისტრაციის შეწყვეტაზე, თუ გემთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება სააგენტოს წინაშე არ შესრულებულა სრულად ან შესრულდა ნაწილობრივ. სააგენტო არ გასცემს რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობას, თუ გემის რეგისტრაციის მოწმობა ან სხვა მოთხოვნილი მოწმობები მას არ ჩაჰბარდება.

8.(ამოღებულია - 11.12.2015, №4622). საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივნ. 2026 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 30 აპრ. 2026
  2. 1 ივლ. 2024· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  3. 1 აპრ. 2016· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
  4. 19 ივნ. 2012

    ნორმატიული ტექსტი უცვლელია — განახლდა მხოლოდ ციტირების სქოლიო ან ფორმატირება.

  5. 20 აგვ. 2008· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2008

    36-ე მუხლის პირველი ნაწილის საბუთთა ჩამონათვალს დაემატა მგზავრთა გადაყვანის მოწმობა, რადიოსადგურის სერტიფიკატი და სატვირთო მარკის მოწმობა; ჟურნალების წარმოება საერთაშორისო ნორმებს დაექვემდებარა, ხოლო მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულია.

  6. 10 აპრ. 2007
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 37

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გემის დოკუმენტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გემის ინსპექტირების მოთხოვნები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გემის რეგისტრაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №42

  • 6 ცვლილება · ბოლო 30 აპრ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 16 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 35

მიუთითებენ მასზე

მუხლი 28მუხლი 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 35
  • 142
  • 39

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114⁴საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ გარკვეული წესების დარღვევა

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 6 (დანართი 1)ნებართვის გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების და გაუქმების საფუძვლები

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 38³სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 11საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 16უარი რეგისტრაციაზე

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 17 (დანართი 1)

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 27ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 17უცხო ქვეყნის გემის მიერ მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევა

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 66მეზღვაურთა სერტიფიცირების წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38³17114⁴35283214239166617 (დ…116 (და…2736
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…სამხედრო და ორმაგი დან…სასაქონლო ნიშნების შეს…უცხოელთა და მოქალაქეობ…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026