Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებმუხლი 7

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

მუხლი 7. სააგენტოების სტატუსი და ფუნქციები

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 29 აპრ. 2026
თემები:პორტის ოპერაციებიტრანსპორტისაავიაციო შესაბამისობასაავიაციო ლიცენზირებაზოგადი ბიზნესიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელთა საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. სააგენტოს უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის სფეროში.

2.სააგენტო იქმნება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

4.სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება; ბ) საავიაციო, სახმელეთო, სარკინიგზო, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მისთვის დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება; გ) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, მგზავრების გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოებისა და უშიშროების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება; დ) ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობა, გარდა სპეციალური ტრანსპორტის დარგში ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობისა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო; ე) აეროპორტების (აეროდრომების), საჰაერო ხომალდების, საზღვაო გემებისა და შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების  სახელმწიფო რეგისტრაცია; ვ) საავიაციო და საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა; ზ) მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემა.

5.შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკური რეგულირებისა და ინსპექტირების ორგანოა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №856 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.281 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1922 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.232 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3748 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.388 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2399 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2999 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3311 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.

რედაქციების შედარება

1. ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებ ენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები (შემდგომ – სააგენტო), რომელთა საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. სააგენტოს უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის დარგში. [ 1. ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელთა საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. სააგენტოს უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის სფეროში. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)] 2. სააგენტო იქმნება ამ კანონისა და „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 4. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება; ბ) საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მისთვის დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება; [ ბ) საავიაციო ტრანსპორტის, სახმელეთო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მისთვის დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება; (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)] გ) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, მგზავრების გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოებისა და უშიშროების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება; დ) ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობა, გარდა სპეციალური ტრანსპორტის დარგში ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობისა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო; ე) აეროპორტების (აეროდრომების), საჰაერო ხომალდებისა და საზღვაო გემების სახელმწიფო რეგისტრაცია; ვ) საავიაციო და საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა; ზ) მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემა. საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №856 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.281 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1922 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.232 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3748 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.388 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2399 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2999 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 იან. 2025· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2023
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  3. 16 მაი. 2014
  4. 5 ნოე. 2010
  5. 19 ნოე. 2009
  6. 1 თებ. 2009· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2008
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პორტის ადმინისტრაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პორტის ოპერაციები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტურისტული სააგენტოს ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აეროპორტის რეგულაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-29 · №14

0
ციტირებულია მუხლი
6
ცვლილება
ბოლო 2023-07-18
4
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 5ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა
  • 10გარდამავალი დებულებანი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 6¹სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროს რეგულირება და ზედამხედველობა

საზღვაო კოდექსი

  • 8—

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 14¹სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები, მართვა და სტრუქტურა

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 8საავიაციო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების სახელმწიფო ორგანოები და მათი კომპეტენცია

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 4კომპეტენტური ორგანოს და სააგენტოს უფლებამოსილებანი

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 8²საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციები საზღვაო უმაღლესი განათლების სფეროში

ტურიზმის შესახებ

  • 4ტურიზმის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 9სააგენტო

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 212¹(ამოღებულია)

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 7საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების უფლებამოსილებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6¹510212¹88²87914¹447
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსიტრანსპორტის სფეროს მარ…საქართველოს სივრცის და…საქართველოს საჰაერო კო…მეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 აპრ. 2026