„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 4. ინვესტორის უფლებები
1. ინვესტორს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს ნებისმიერი ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის) გაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს მეშვეობით; ბ) მოითხოვოს ქონების შეძენა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინვესტიციების სააგენტოს მეშვეობით; გ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მისთვის ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის) გაცემას და მის მიერ ქონების შეძენას, აგრეთვე ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს; დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებით.
2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან ითანამშრომლონ ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ინვესტიციების სააგენტოსთან. საქართველოს 2006 წლის 25 ივლის ის კანონი № 3526 - სსმ I, № 32 , 31 .
07 . 200 6 წ., მუხ. 247 საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №848 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1547 - ვებგვერდი, 30.04.2026წ. თავი III . წინასწარი ლიცენზია და ნებართვა
