Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანავთობისა და გაზის შესახებმუხლი 10

ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 10. ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებების მინიჭების პროცედურა

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025
თემები:სამშენებლო ნებართვებისამთო მოპოვებაენერგიის წარმოებადაბინძურების კონტროლიინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityბუნებრივი რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹233¹3²4567

1.ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის უფლება ან/და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლება, იდება სახელმწიფოსა და მხოლოდ სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის, გარდა ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ტენდერისა და აუქციონის ჩატარების პირობები იდენტურად უნდა აისახოს აღნიშნულ ხელშეკრულებასა და ამ კანონის შესაბამისად გაცემულ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში.

1¹.სააგენტოსთან შეთანხმების შემთხვევაში ინვესტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებასთან ერთად ენიჭება ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლება. შესაბამისი შეთანხმება აისახება ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზედაც ინვესტორს მიენიჭა ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის უფლება ან/და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლება.

2.სააგენტო განსაზღვრავს ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესებსა და პროცედურას და შესაბამისად ტენდერის ან აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე ატარებს მას რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

3.თუ ტენდერის ან აუქციონის გამოსაცხადებლად შერჩეულ ფართობზე დაფიქსირებულია სხვა წიაღისეულის საბადოების არსებობაც, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერის გამოცხადების შესახებ საჭიროების შემთხვევაში იღებს სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებასთან შეთანხმებით.

3¹.ნავთობისა და გაზის შემცველი იმ თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლება, რომელზედაც ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება არცერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული, შეიძლება სააგენტოს მიერ დადგენილი შესაბამისი ბონუსის გადახდის საფუძველზე, მის მიერვე დადგენილი წესითა და პირობებით, ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის ან/და აღნიშნული თავისუფალი წიაღით სარგებლობის მიზნით, ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე გადაეცეს იმ ინვესტორს, რომლის ფართობიც უშუალოდ ესაზღვრება ნავთობისა და გაზის შემცველ თავისუფალ წიაღს, თუ: ა) აღნიშნულ ფართობზე არსებული ბუნებრივი რეზერვუარის საზღვრები სცდება ფართობის საზღვრებს და თავისუფალი წიაღის შესაბამის ნაწილზე გადადის; ბ) აღნიშნულ ფართობზე ნავთობისა და გაზის კონკრეტული ოპერაციების განხორციელება შეუძლებელია ინვესტორისთვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემის გარეშე; გ) ინვესტორისთვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემა აუცილებელია სხვა საფუძვლიანი გეოლოგიური მოსაზრებიდან გამომდინარე.

3².ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის შემცველი თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების თაობაზე უნდა ეცნობოს ყველა ინვესტორს, რომელთა ფართობებიც უშუალოდ ესაზღვრება აღნიშნულ თავისუფალ წიაღს, რათა დაინტერესების შემთხვევაში მათ ჰქონდეთ გონივრული ვადა შესაბამისი განაცხადის წარსადგენად.

4.ინვესტორმა, რომელსაც სურს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ფორმები და პარამეტრები; ბ) განმცხადებლის მისამართი და მისი საქმიანი კონტაქტები საწარმოო და ფინანსურ პარტნიორებთან; გ) მონაცემები განმცხადებლის მფლობელების და მმართველი პერსონალის შესახებ; დ) განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობა და ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ოპერაციების დაფინანსების შესაძლო წყაროები; ე) განმცხადებლის ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, აგრეთვე, თუ შესაძლებელია, განმცხადებლის სავარაუდო პარტნიორების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები; ვ) განმცხადებლის გამოცდილება (კვალიფიკაცია) და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში; ზ) განმცხადებლის წინადადება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ოპტიმალურად ჩატარების შესახებ; თ) განმცხადებლის გარანტია, რომ იგი სააგენტოს მიაწვდის სრულ ინფორმაციას ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების შესახებ; ი) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების დროს მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისაგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები.

5.ტენდერის ჩატარების შემთხვევაში: ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს და წარადგენს ეკონომიკურად და ტექნიკურად ყველაზე მისაღებ განაცხადს. ინვესტორის ტენდერში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტენდერში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით; ბ) თუ წარდგენილია მხოლოდ ერთი განაცხადი, სააგენტოს უფლება აქვს გააუქმოს ტენდერი; გ) თუ რამდენიმე განმცხადებელი ერთნაირად აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, განმცხადებლებს შორის აუქციონი ჩატარდება; დ) თუ მოლაპარაკების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულება არ დაიდება, ტენდერის შედეგები გაუქმებულად ჩაითვლება; ე) თუ ტენდერის მოთხოვნებს ვერც ერთი განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს, სააგენტო ტენდერს გაუქმებულად აცხადებს.

6.აუქციონის ჩატარების შემთხვევაში: ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და სახელმწიფოს სთავაზობს ყველაზე მეტ თანხას. ინვესტორის აუქციონში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, აუქციონში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით; ბ) თუ არ არის ფასიანი შეთავაზებები, სააგენტო აუქციონს გაუქმებულად აცხადებს.

7.ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი იხდის სააგენტოს მიერ დადგენილ შენატანს, რომელიც მას აღარ უბრუნდება. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4408-ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2629 – ვებგვერდი, 01.03.2023წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
  2. 1 მარ. 2023
  3. 17 მარ. 2011

    მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, როცა ტენდერისთვის შერჩეულ ფართობზე სხვა წიაღისეულის საბადოებია, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას საჭიროების შემთხვევაში იღებს სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებასთან შეთანხმებით; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმება ამოღებულია.

  4. 3 იან. 2007

    მე-5–მე-7 პუნქტებში ტენდერისა და აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული უფლებამოსილებები და შენატანის დადგენა „კომისიიდან“ „სააგენტოზე“ გადავიდა. მე-4 პუნქტის ბოლო წინადადებაში მხოლოდ სიტყვა „მესაკუთრისგან“ შეიცვალა „მესაკუთრისაგან“-ით.

  5. 1 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    მე-5 პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებში, მე-6 და მე-7 პუნქტებში სააგენტოს ფუნქციები (მოლაპარაკება გამარჯვებულთან, ტენდერის ან აუქციონის გაუქმება, შენატანის დადგენა) კომისიას გადაეცა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 10¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნავთობისა და გაზის სამართალი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მინერალური უფლებებისერვისის გვერდი
  • ნავთობისა და გაზის სამართალისერვისის გვერდი
  • ნავთობისა და გაზის წარმოებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ივნ. 2025 · №33

  • 5 ცვლილება · ბოლო 16 ივნ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10¹მუხლი 13

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 12ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობები
  • 24ინვესტორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა
  • 19ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 4ინვესტორის უფლებები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 4მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 3ინვესტორის უფლებები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 109ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით
  • 13ლიცენზიების გაცემა
  • 40ბუნებრივი გაზის მწარმოებლის უფლებები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 18სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

წიაღის შესახებ

  • 9წიაღით სარგებლობის ლიცენზირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10¹131224194185¹934109134010
მითითებამნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…ინვესტიციების სახელმწი…ბუნებრივი გაზის მიწოდე…საინვესტიციო საქმიანობ…ენერგეტიკისა და წყალმო…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025 · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026