საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 58. ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებაზე თანხმობის გაცემა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის განხორციელება საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. ამ მიზნით ინვესტორმა ფონდმა ან/და მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა მიმართოს საზედამხედველო ორგანოს და წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) ინვესტიციის მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტები; ბ) ინვესტიციის მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის პროსპექტები და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია; გ) ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს შორის დადებული შეთანხმება ან აქტივების მმართველი კომპანიის შიდა წესები ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; დ) შესაბამის შემთხვევაში ერთეულის მფლობელებისთვის მისაწოდებელი, ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია; ე) თუ ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს სხვადასხვა სპეციალიზებული დეპოზიტარი ჰყავთ, ამ სპეციალიზებულ დეპოზიტარებს შორის ამ კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ; ვ) თუ ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს სხვადასხვა აუდიტორი ჰყავთ, ამ აუდიტორებს შორის ამ კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

2.თუ ინვესტიციის მიმღები ფონდი დაფუძნებულია საქართველოს ფარგლების გარეთ, ინვესტიციის განხორციელების შესახებ ინვესტორი ფონდის განაცხადს თან უნდა დაერთოს შესაბამისი უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული დასტური ინვესტიციის მიმღები ფონდის ან მისი შესაბამისი ქვეფონდის მიერ ამ კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ.

3.საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ მუხლით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ატყობინებს განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.

4.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული თანხმობის გაცემის პროცედურა და დამატებითი მოთხოვნები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის განხორციელება საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. ამ მიზნით ინვესტორმა ფონდმა ან/და მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა მიმართოს საზედამხედველო ორგანოს და წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) ინვესტიციის მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტები; ბ) ინვესტიციის მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის პროსპექტები და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია; გ) ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს შორის დადებული შეთანხმება ან აქტივების მმართველი კომპანიის შიდა წესები ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; დ) შესაბამის შემთხვევაში ერთეულის მფლობელებისთვის მისაწოდებელი, ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია; ე) თუ ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს სხვადასხვა სპეციალიზებული დეპოზიტარი ჰყავთ, ამ სპეციალიზებულ დეპოზიტარებს შორის ამ კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ; ვ) თუ ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს სხვადასხვა აუდიტორი ჰყავთ, ამ აუდიტორებს შორის ამ კანონის 61-ე მუხლის მე-3  პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ. 2. თუ ინვესტიციის მიმღები ფონდი დაფუძნებულია საქართველოს ფარგლების გარეთ, ინვესტიციის განხორციელების შესახებ ინვესტორი ფონდის განაცხადს თან უნდა დაერთოს შესაბამისი უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული დასტური ინვესტიციის მიმღები ფონდის ან მისი შესაბამისი ქვეფონდის მიერ ამ კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ. 3. საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ მუხლით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ატყობინებს განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. 4. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული თანხმობის გაცემის პროცედურა და დამატებითი მოთხოვნები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41110352⁴23¹411 (დ…759605457614458
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …ინვესტიციების სახელმწი…საქართველოს საგადასახა…საქართველოს ეროვნული ბ…საინვესტიციო საქმიანობ…ინოვაციების შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა