1.ინვესტორი ფონდი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად (მათ შორის, როგორც სხვა ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორი ფონდი) და სურს ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის განხორციელება, ვალდებულია თავის ერთეულის მფლობელებს მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:
ა) განცხადება, რომლის მიხედვითაც საზედამხედველო ორგანომ გასცა თანხმობა ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებაზე;
ბ) ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია;
გ) თარიღი, როდესაც ინვესტორი ფონდი ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, ან, თუ მან უკვე განახორციელა ინვესტიცია, თარიღი, როდესაც ინვესტიციის ოდენობა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ლიმიტს გადააჭარბებს;
დ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ერთეულის მფლობელებს აქვთ უფლება, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა საკომისიოს გადახდის გარეშე (ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა).
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ერთეულის მფლობელებს უნდა მიეწოდოთ იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ თარიღამდე სულ მცირე 30 დღით ადრე. ამ ვადის გასვლამდე ინვესტორ ფონდს არა აქვს უფლება, ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში განახორციელოს ინვესტიცია ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ინვესტორი ფონდი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად (მათ შორის, როგორც სხვა ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორი ფონდი) და სურს ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის განხორციელება, ვალდებულია თავის ერთეულის მფლობელებს მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:ა) განცხადება, რომლის მიხედვითაც საზედამხედველო ორგანომ გასცა თანხმობა ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებაზე;ბ) ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია;გ) თარიღი, როდესაც ინვესტორი ფონდი ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, ან, თუ მან უკვე განახორციელა ინვესტიცია, თარიღი, როდესაც ინვესტიციის ოდენობა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ლიმიტს გადააჭარბებს;დ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ერთეულის მფლობელებს აქვთ უფლება, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა საკომისიოს გადახდის გარეშე (ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა).2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ერთეულის მფლობელებს უნდა მიეწოდოთ იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ თარიღამდე სულ მცირე 30 დღით ადრე. ამ ვადის გასვლამდე ინვესტორ ფონდს არა აქვს უფლება, ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში განახორციელოს ინვესტიცია ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …ინვესტიციების სახელმწი…საინვესტიციო საქმიანობ…ნავთობისა და გაზის შეს…თავისუფალი ტურისტული ზ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა