საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 145. შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანისას გარანტიის წარდგენა და საქონლის გატანის ვადები

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანიდან (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე დეკლარანტმა უნდა განახორციელოს საგარანტიო უზრუნველყოფა იმპორტის გადასახდელების თანხის იმ ოდენობით, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის (შემცვლელი პროდუქტის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის ვადა, რომელიც აითვლება საბაჟო ორგანოს მიერ შემცვლელი პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან, არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

2.დეკლარანტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადა გააგრძელოს 1 თვით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანიდან (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებიდან) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე დეკლარანტმა უნდა განახორციელოს საგარანტიო უზრუნველყოფა იმპორტის გადასახდელების თანხის იმ ოდენობით, რომელიც გადაიხდევინებოდა საქონლის (შემცვლელი პროდუქტის) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის ვადა, რომელიც აითვლება საბაჟო ორგანოს მიერ შემცვლელი პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან, არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. 2. დეკლარანტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადა გააგრძელოს 1 თვით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
214101686285101² (დ…1541511557145
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…ინტელექტუალურ საკუთრებ…სამშენებლო პროდუქტების…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სისხლის სა…