ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 8. შეჩერებული საქონლის ვადაზე ადრე გაშვება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.თუ დიზაინზე, პატენტზე, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე ან/და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების სავარაუდო დარღვევით წარმოებულ შეჩერებულ საქონელთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს და საქონლის მფლობელი მოითხოვს საქონლის შეჩერების ვადის გასვლამდე მის გაშვებას, სამსახური უფლებამოსილია გაუშვას საქონელი, თუ დასრულებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და საქონლის მფლობელი წარადგენს ერთ-ერთ შემდეგ გარანტიას: ა) მისი და უფლების მფლობელის ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით; ბ) არანაკლებ შეჩერებული საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა პირობების ერთობლიობაა საჭირო საქონლის კონტრაფაქციულად მისაჩნევად?

    დავა ეხებოდა სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვასა და საბაჟოზე შეჩერებული საქონლის განადგურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ რეგისტრირებული უფლებისა და შესაბამის საქონელზე იდენტური ან მსგავსი ნიშნის გამოყენების დადასტურების შემდეგ უნებართვო გამოყენების პრეზუმფციის გაქარწყლება მოპასუხეს ეკისრება. საქონლის განადგურებისთვის დამატებით უნდა გამოიკვლეს, შესაძლებელია თუ არა მისგან სასაქონლო ნიშნის განცალკევება. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    შეიძლება თუ არა საკუთარი რისკით საქონლის შემძენი პირი დისტრიბუტორად ჩაითვალოს წერილობითი შეთანხმების გარეშე?

    დავა შეეხებოდა ყოფილი დისტრიბუტორის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასა და ფულადი დავალიანების გადახდას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ პარიზის კონვენციის მიზნებისათვის ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ცნება დისტრიბუტორსაც მოიცავს და შეაფასა ნებართვის გარეშე რეგისტრაციის გარემოებები. სასამართლომ დისტრიბუტორის კეთილსინდისიერი მიზანი დაუდასტურებლად მიიჩნია, ხოლო ფულადი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • №ას-1315-20252026-06-2253
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორ განისაზღვრება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის დაცვის ფარგლები?

    მოსარჩელე კომპანია მოითხოვდა მისი რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ნიშნის გამოყენების აკრძალვას და ერთჯერად ფულად კომპენსაციას. დავა შეეხებოდა ნიშნების გამოყენებას, აღრევის შესაძლებლობასა და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე კონკურენტი იმავე ტიპის საქონელზე იყენებდა მოსარჩელის დაცულ ნიშანს და ხელყოფდა მის განსაკუთრებულ უფლებას. სასამართლომ სსსკ 411-ის საფუძველზე ნაწილობრივ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა და მოსარჩელეს 5000 ლარის კომპენსაცია მიაკუთვნა.

  • №ას-286-20212021-11-1257
    დაუშვებლობა (T5)

    რა წინაპირობების არსებობაა საჭირო საქონლის კონტრაფაქციულად მისაჩნევად?

    მოსარჩელე კომპანია მოითხოვდა სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვასა და სავარაუდოდ კონტრაფაქციული საქონლის განადგურებას. დავა შეეხებოდა დისტრიბუტორისაგან გადაყიდვების შედეგად შეძენილი ორიგინალი საქონლის საქართველოში იმპორტსა და კონტრაფაქციულობის მტკიცებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილ გარემოებებში საქონლის შეძენა და შემდგომი გაყიდვა არ ადასტურებდა სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენებას, ხოლო განადგურების მოთხოვნას აკლდა წინაპირობა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ის საფუძველზე დაუშვებლად ცნო და არსებითად განსახილველად არ დაუშვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    მე-8 მუხლის პირველ პუნქტში საქონლის ვადამდე გაშვების პირობა ახლა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს უკავშირდება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46124518115671011541167188
მითითებამნიშვნელობით ახლოსინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს საბაჟო კოდ…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებმომხმარებლის უფლებების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა