საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 169. საბაჟო ზედამხედველობა საქონელზე, რომელიც გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონელი, რომელიც გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნულ საქონელზე განახორციელოს საბაჟო კონტროლი.

2.საქონლის გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ხორციელდება შესაბამისი საბაჟო პროცედურების დაცვით, ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ადგილების გავლითა და საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტით.

2¹.საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანა იმ ადგილების გავლით, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის გამტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

3.თუ წარმოიშვა ეჭვი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილ საქონელზე დეკლარირებული მონაცემების უტყუარობის თაობაზე, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მტკიცებულებად ჩათვალოს დოკუმენტი ან დეკლარაცია, რომელიც გასცა სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანომ და ადასტურებს საქართველოდან გატანილი საქონლის ამ ქვეყანაში შეტანის რეგისტრაციას. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221 კარი VII საბაჟო შეღავათები (პრეფერენციები) თავი XXV საბაჟო შეღავათები (პრეფერენციები)

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქონელი, რომელიც გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნულ საქონელზე განახორციელოს საბაჟო კონტროლი. 2. საქონლის გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ხორციელდება შესაბამისი საბაჟო პროცედურების დაცვით, ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ადგილების გავლითა და საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტით. 2 1 . საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანა იმ ადგილების გავლით, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის გამტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. 3. თუ წარმოიშვა ეჭვი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილ საქონელზე დეკლარირებული მონაცემების უტყუარობის თაობაზე, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მტკიცებულებად ჩათვალოს დოკუმენტი ან დეკლარაცია, რომელიც გასცა სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანომ და ადასტურებს საქართველოდან გატანილი საქონლის ამ ქვეყანაში შეტანის რეგისტრაციას. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221 კარი VII საბაჟო შეღავათები (პრეფერენციები) თავი XXV საბაჟო შეღავათები (პრეფერენციები)

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 19 ნოე. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2009

    169-ე მუხლს დაემატა 2¹ ნაწილი, რომელიც აწესრიგებს საქონლის გატანას განსაზღვრული ადგილების გარეთ ან არასამუშაო დროს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
104514⁴1413⁴5727 (დ…5 (და…51³ (დ…1577082169
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სახელმწიფო…თავისუფალი ინდუსტრიული…სამშენებლო პროდუქტების…