1.საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება ხდება მხოლოდ ამ კოდექსის საფუძველზე.
2.საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება არ ნიშნავს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.
3.საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები, სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატიური და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, მათი თანმხლები ოჯახის წევრები, პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოში სხვა სახელმწიფოს დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) და მათი პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5.საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას აკრძალულია სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას გახსნა ან დაკავება. თუ არსებობს სერიოზული ვარაუდის საფუძველი, რომ საკონსულო ვალიზაში მოთავსებულია საგნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-7 ნაწილით, საბაჟო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს საკონსულო ვალიზას გახსნა სახელმწიფოს წარმომადგენელი უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირთა თანდასწრებით. საკონსულო ვალიზას გახსნაზე უარის შემთხვევაში იგი ბრუნდება გამოგზავნის ადგილზე.
6.ყველა გზავნილს, რომელიც შეადგენს დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზას, უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო გარეგნული ნიშანი, რომელიც მიუთითებს გზავნილის ხასიათზე.
7.დიპლომატიური ფოსტა შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ დიპლომატიურ საბუთებსა და ოფიციალური სარგებლობისათვის გათვალისწინებულ საქონელს, ხოლო საკონსულო ვალიზა – მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას, საბუთებს ან ოფიციალური სარგებლობისათვის გათვალისწინებულ საქონელს.
8.სხვა ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო კურიერებს უფლება აქვთ საქართველოში შემოიტანონ და საქართველოდან გაიტანონ პირადი სარგებლობისათვის გათვალისწინებული საქონელი ნაცვალგების პრინციპით, ორ ქვეყანას შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, საბაჟო კონტროლის გარეშე, საბაჟო გადასახადისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლებით.
9.სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციის, აგრეთვე ნაცვალგების პრინციპით უცხო ქვეყნის დელეგაციის იმ წევრებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკებებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და თათბირებში მონაწილეობის მისაღებად ან სხვა ოფიციალური დავალებით, აგრეთვე მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო შეღავათები.
10.საბაჟო შეღავათები საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებისათვის, მათთან არსებული სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლობებისათვის, აგრეთვე ამ ორგანიზაციებისა და წარმომადგენლობების პერსონალისათვის, მათი თანმხლები ოჯახის წევრებისათვის განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.
11.სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლობის დიპლომატიურ პერსონალზე, საკონსულო თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-9 ნაწილში აღნიშნულ პირებზე, რომლებიც იმავე მიზნით გადაადგილდებიან ტრანზიტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით, ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო შეღავათები.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398
კარი VIII
საბაჟო ვალდებულება
თავი XXVI
საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტია
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება ხდება მხოლოდ ამ კოდექსის საფუძველზე.2. საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება არ ნიშნავს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.3. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები, სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატიური და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, მათი თანმხლები ოჯახის წევრები, პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.4. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოში სხვა სახელმწიფოს დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) და მათი პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.5. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას აკრძალულია სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას გახსნა ან დაკავება. თუ არსებობს სერიოზული ვარაუდის საფუძველი, რომ საკონსულო ვალიზაში მოთავსებულია საგნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-7 ნაწილით, საბაჟო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს საკონსულო ვალიზას გახსნა სახელმწიფოს წარმომადგენელი უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირთა თანდასწრებით. საკონსულო ვალიზას გახსნაზე უარის შემთხვევაში იგი ბრუნდება გამოგზავნის ადგილზე.6. ყველა გზავნილს, რომელიც შეადგენს დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზას, უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო გარეგნული ნიშანი, რომელიც მიუთითებს გზავნილის ხასიათზე.7. დიპლომატიური ფოსტა შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ დიპლომატიურ საბუთებსა და ოფიციალური სარგებლობისათვის გათვალისწინებულ საქონელს, ხოლო საკონსულო ვალიზა – მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას, საბუთებს ან ოფიციალური სარგებლობისათვის გათვალისწინებულ საქონელს.8. სხვა ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო კურიერებს უფლება აქვთ საქართველოში შემოიტანონ და საქართველოდან გაიტანონ პირადი სარგებლობისათვის გათვალისწინებული საქონელი ნაცვალგების პრინციპით, ორ ქვეყანას შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, საბაჟო კონტროლის გარეშე, საბაჟო გადასახადისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლებით.9. სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციის, აგრეთვე ნაცვალგების პრინციპით უცხო ქვეყნის დელეგაციის იმ წევრებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკებებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და თათბირებში მონაწილეობის მისაღებად ან სხვა ოფიციალური დავალებით, აგრეთვე მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო შეღავათები.10. საბაჟო შეღავათები საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებისათვის, მათთან არსებული სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლობებისათვის, აგრეთვე ამ ორგანიზაციებისა და წარმომადგენლობების პერსონალისათვის, მათი თანმხლები ოჯახის წევრებისათვის განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.11. სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლობის დიპლომატიურ პერსონალზე, საკონსულო თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-9 ნაწილში აღნიშნულ პირებზე, რომლებიც იმავე მიზნით გადაადგილდებიან ტრანზიტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით, ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო შეღავათები.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398კარი VIIIსაბაჟო ვალდებულებათავი XXVIსაბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტია
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010
· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006
მე-8 პუნქტში კურიერების გათავისუფლება ახლა ეხება „საბაჟო გადასახადისა“ და მოსაკრებლებს „საბაჟო ტარიფისა“ და მოსაკრებლების ნაცვლად.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სახელმწიფო…სურსათის/ცხოველის საკვ…გადასახადების ადმინისტ…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საჰაერო კო…